ბავშვის გაჩენამდე და გაჩენისას მშობლები ხშირად ცდილობენ გაითვალისწინონ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელსაც შეიძლება დაემთხვას პატარის დაბადება - ასე ბავშვი ამ წმინდანის მფარველობის ქვეშ ექცევა და შეიძლება, სახელის დარქმევისასაც გაითვალისწინონ ეს ფაქტორი. ამჯერად გთავაზობთ იმ რამდენიმე წმინდანის სახელებსა და მათი ხსენების რიცხვებს, რომლებიც მარტს უკავშირდება.
1 მარტი: ღირსმოწამე თევდორე აჭარელი2 მარტი: ნიკოლოზ V კათოლიკოსი, წმინდა ლეონი
3 მარტი: არქიფო მოციქული, ღირსი ევგენი და მაკარი
4 მარტი: ღირსი ლეონი
5 მარტი: ღირსი ტიმოთე, წმინდა გიორგი ამასტრიდელი ეპისკოპოსი
6 მარტი: ცხრა ყრმა კოლაელი: გუარამი, ადარნასე, ბაქარი, ვაჩე, ბარძიმი, დაჩი, ჯუანშერი, რამაზი და ფარსმანი
7 მარტი: ღირსი იოანე, ღირსი ალექსანდრე
8 მარტი: წმ. იოანე ნათლისმცემელის თავის პირველად და მეორედ პოვნა.
9 მარტი: წმინდა ტარასი
10 მარტი: ღირსი შიო მღვიმელი
11 მარტი: ღირსი პროკოფი აღმსარებელი
12 მარტი: ნიკოლოზ ფსკოველი, ღირსი ბასილი, ღირსი მარინა
13 მარტი: ღირსი იოანე დამასკელი
14 მარტი: მოწამე ნესტორი, მოწამე ანტონინა
15 მარტი: წმინდა არსენი ტვერელი, მოწამე ევთალია
16 მარტი: იოანე ოქროპირი I, მოწამე ზენონი
17 მარტი: მოწამე პავლე და იულიანა, ღირსი იაკობ მმარხველი, ეპისკოპოსი გრიგოლი
18 მარტი: ღირსი მარკოზი, მოწამე ონისე
19 მარტი: დოსითეოს ქუთათელი, ღირსი არკადი
20 მარტი: ღირსი პავლე, ეპისკოპოსი ბასილი
21 მარტი: მღვდელმოწამე თეოდორიტე
22 მარტი: 40 მოწამე, სებასტიას ტბასა შინა წამებულნი: ირაკლი, იოანე, აკაკი, ალექსანდრე, ნიკოლოზი და სხვანი.
23 მარტი: იოანე ხახულელი, ღირსი ანასტასია
24 მარტი: წმ. სოფრონიოსი, იერუსალიმელი პატრიარქი
25 მარტი: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე, დემეტრე თავდადებული
26 მარტი: წმინდა ნიკიფორე, მოწამე ალექსანდრე, მოწამე ქრისტინე27 მარტი: წმ. გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი28 მარტი: მღვდელმოწამე ალექსანდრე29 მარტი: ამბროსი აღმსარებელი, მოწამე ივლიანე
30 მარტი: გაბრიელ მცირე, ღირსი ალექსი ღმრთისკაცი, მოწამე მარინი
31 მარტი: წმ. კირილე, იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი