სტალინის შვილიშვილის აღიარება: "ვერ ვიტან სტალინს, ის ურჩხული იყო, მან დედაჩემს ცხოვრება დაუნგრია!"
სტალინის შვილიშვილის აღიარება: "ვერ ვიტან სტალინს, ის ურჩხული იყო, მან დედაჩემს ცხოვრება დაუნგრია!"
”ხალხის ბელადს” სულ 9 ღვიძლი შვილიშვილი ჰყავდა, თუმცა ყველაზე უმცროსმა ყველაზე მეტი ყურადღება მიიპყრო. 44 წლის კრის ევანსი სკანდალურად ცნობილი სვეტლანა ალილუევას, სტალინის ერთადერთი ქალიშვილის უმცროსი შვილია. სვეტლანა თავის დროზე ამერიკაში გაიქცა - ორი უფროსი შვილი მიატოვა და აშშ-ს შეაფარა თავი. კრისი (იგივე ოლგა პიტერსი) მისი მეხუთე ქორწინების დროს გაჩენილი ქალიშვილია - ამერიკელ არქიტექტორ უილიამ პიტერსთან.
”ამერიკელი ქალი როკერული გარეგნობით და კუთხოვანი სლავური სახით”, - ასე აღწერა კრისი ”პარი მატჩის” ჟურნალისტმა, რომელმაც მოახერხა კრისთან ინტერვიუს ჩაწერა. ეს მოხდა დედამისის გარდაცვალებიდან
ერთ თვეში - ამ ერთადერთხელ დათანხმდა სტალინის შვილიშვილი პრესასთან ურთიერთობაზე. 
mshoblebi
კრისი დედასთან ერთად

კრისი მოკრძალებულად ცხოვრობს პორტლენდში, ორეგონის შტატში და პატარა მაღაზია აქვს. რუსულად არ ლაპარაკობს. ამტკიცებს, რომ გარდატეხის ასაკამდე არაფერი იცოდა ”სტალინურ რეჟიმზე” და არც პაპის ქმედებებზე, ვერც იმას ხვდებოდა, რატომ დასდევდნენ მას და დედას პაპარაცები.
mshoblebi
ბოლო დროს კრისი სულ უფრო მეტად ჩაეფლო როკერობაში, პირსინგებსაც უმატა, გამაოგნებელი მაკიაჟით და ჩაცმულობით დადის და გასაკვირი არაა, რომ მისი ფოტოები ინტერნეტში დიდ აჟიოტაჟს იწვევს. 

სხვათა შორის, 1980-იან წლებში დედასთან ერთად საბჭოთა კავშირშიც იცხოვრა, თუმცა შემდეგ ამერიკაში დაბრუნდა. სოციალურ ქსელში უფრო აქტიურობს, ვიდრე ჟურნალისტებთან და ხშირად ამბობს, რომ ვერ იტანს თავის წინაპრებს - ვერც სტალინს და ვერც მის ცოლს, რომლებმაც
დედამის სვეტლანას ცხოვრება დაუმსხვრიეს. 

"ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში ხვდებოდა დედა, რომ სტალინი ურჩხულია. წარმოიდგინეთ, როგორია, როცა იცი, რომ შენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი მასობრივად ანადგურებს ხალხს?! - ამბობს კრისი, - როგორ უნდა იცხოვრო ამ აზრთან ერთად? როგორ უნდა ატარო ეს ტვირთი? და მან დედას ცხოვრება დაუნგრია..."
mshoblebi
სტალინი შვილებთან ერთად

ყველასთვის ცნობილია, რომ 16 წლის სვეტლანა ალილუევას 38 წლის დრამატურგი ალექსეი კაპლერი შეუყვარდა. ბელადმა გაიგო და ქალიშვილს სილა გააწნა: "მეძავო! შენი კაპლერი კი ინგლისელი ჯაშუშია!" ალექსეი ვორკუტის ბანაკში გაამწესეს ხუთი წლით, მერე კიდევ ხუთი წლით - ინტაში, კომიში.

mshoblebi
სვეტლანა და კაპლერი

მოგვიანებით სვეტლანამ ისევ "მცდარი არჩევანი" გააკეთა და 18 წლისა გრიგორი მოროზოვს გაჰყვა ცოლად. 1945 წლის მაისში გაუჩნდათ მათ ვაჟი იოსები. 
mshoblebi
სვეტლანა ალილუევა

მაგრამ სტალინმა მაინც დააშორა ქალიშვილი სიძესთან და აიძულა, გაჰყოლოდა ცეკას მდივნის ვაჟს იური ჟდანოვს. 1950 წელს წყვილს გაუჩნდა შვილი ეკატერინე. 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა. სვეტა მაშინვე გაეყარა ქმარს, 13 წლის შემდეგ კი ამერიკაში გაიქცა. "იქ გაიცნო მამაჩემი, არქიტექტორი უილიამ პიტერსი. 1970 წელს იქორწინეს და სამ წელიწადში მე დავიბადე. ოლგა დამარქვეს, მაგრამ არასდროს მომწონდა ეს სახელი და მერე შევიცვალე", - ყველა კრისი. 

26981
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (28)
გიოგიო
0
კაცი(პოლიტიკოსი)სადღაც ოც მილიონს,რომ დახვრეტს(მშვ დობის დროს)ეს მიხდა ჯუღაშვილის 30 წლისმართველობის პერიოდში .მისმა მეუღლემ(ორი შვილის დედამ)თავი მოი კლა(იარაღით)ადვილია მოწოდება,ვიცხოვროთ დღევანდე ლი დღით,მაგრამ რა ვუყოთ "პატარა სტალინისტებს,რომლე ბიც ტერორში ამყოფებენ დამოუკიდებელ საქართველოს?პ.ს.რაც შეეხება მის შთამომავლობას-რაც დათესა სტალინ მა იმას იმკიან მისი შვილები-შვილის ვშვილები-შვილთა შვი ლები.......
22:29 / 19-11-2021
გიორგი.
2
44 წლის ქალი, რომ ასე იქცევა, ის უკვე ფსიქიატრიულის პაციენტია. ვისზე წერთ. სირცხვილია ავადმყოფის გაბაიბურება. ავტორო, ნუთუ თქვენ ოჯახში, არა გყავთ ავადმყოფი.
09:29 / 12-11-2021
მსგავსი სიახლეები