"ბებია, შვილი და შვილიშვილი" მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი პროდიუსერი კახა მამულაშვილი ფეისბუქმეგობრებს ოჯახის ნაკლებად ცნობილ წევრებს აცნობს. მამულიჩამ დედის და უფროს ვაჟის - ნიკოს ფოტო გამოქვეყნა. მათთან ერთად გადაღებულ ფოტოს მის პირად გვერდზე ასეთი წარწერა აქვს: "ბებია, შვილი და შვილიშვილი". 23 წლის ნიკო მამულიჩას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
"ნიკო რომ გაჩნდა, 21 წლის ვიყავი. კი ვგრძნობდი მამობის ბედნიერებას, მაგრამ მე თვითონაც პატარა გახლდით და ცოტა სხვანაირად ვუყურებდი ყველაფერს, თუმცა ემოცია ორივე ბავშვის დაბადებისას ერთნაირი მქონდა... მის აღზრდაშიც აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი" - განაცხადა მამულიჩამ mshoblebi.ge-სთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.