რატომ გაშორდა ცოლს სტანისლავ ბონდარენკო და ვინ არის მისი ახლანდელი რჩეული?
რატომ გაშორდა ცოლს სტანისლავ ბონდარენკო და ვინ არის მისი ახლანდელი რჩეული?
პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" დაწყებასთან ერთად კიდევ უფრო პოპულარული გახდა საქართველოში უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო. მისი საკმაოდ დადებითი როლებიდან და ასეთივე ხასიათიდან გამომდინარე, ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, განსაკუთრებით, ქალებს შორის. ბევრს აინტერესებს მისი პირადი ცხოვრება და მისი ბიოგრაფიის სხვა დეტალები.
ბონდარენკო 1985 წლის 2 ივლისს არის დაბადებული უკრაინაში. მსახიობს დიდი ოჯახი აქვს - უფროსი ძმა ჰყავს და ტყუპი და. მამამისი მშენებლობით და ასევე მანქანების შერემონტებით არის დაკავებული, დედა კი სტილისტის დამხმარეა. საკმაოდ უბრალო ოჯახი აქვს.
ბავშვობა უკრაინაში გაატარა. 11 წლის იყო, როცა
ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. აქტიური ბავშვი იყო, განსაკუთრებით სამეჯლისო ცეკვების კუთხით აქტიურობდა. იმ პერიოდში მსახიობობაზე არ ფიქრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვის საავიაციო უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა ერთმა შემთხვევამ მისი გადაწყვეტილება შეცვალა.
mshoblebi
საცეკვაო სტუდია, სადაც სტასი ცეკვავდა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოდიოდა კონცერტზე. გამოსვლისას სტასი შენიშნეს და დაიბარეს გასაუბრებაზე, მერე კი სამსახიობო ოსტატობის შესწავლა შესთავაზეს. კარგი გარეგნობის და ნიჭიერების წყალობით მალე მიიპყრო კინოსამყაროს ყურადღებაც და ცნობილი მსახიობის სტატუსიც მოიპოვა.
სწორედ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშივე შეხვდა პირველად მომავალ ცოლს - მსახიობ იულია ჩიკლიევას. თუმცა მაშინ ვერ მოახერხა მისთვის სიყვარულის ახსნა. წლების შემდეგ კი საერთო ნაცნობის დაბადების დღეზე
ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ამჯერად მოახერხა ტელეფონის ნომრის გამორთმევა და ურთიერთობის აწყობაც. 
mshoblebi
წყვილმა მალე იქორწინა - 2008 წელს, მერე ვაჟიც გაუჩნდათ... თუმცა 2015 წლის დასაწყისში სტასმა გამოაცხადა, რომ მას ეყრებოდა.
"მეგობრებო, მინდა ყველას გაცნობოთ, რომ მე და იულია აღარ ვართ ერთად, - დაწერა მაშინ სტასმა სოციალურ ქსელში, - ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ მალევე არ გავისაჯაროებია. მადლობა იულიას ყველაფრისთვის, და, რა თქმა უნდა, ჩვენი საყვარელი შვილი მარკისთვის. მიხარია, კარგი ურთიერთობა შევინარჩუნე იულიასთან".
mshoblebi
ამბობენ, რომ ამჟამად სტასი „მის რუსეთი 2010“-ს, ირინა ანტონენკოს ხვდება. 
mshoblebi
36568
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
temo
0
ზალინა საყვარელი ადამიანი ჩანს...მისი ქალები ერტმანეთს რაღაცით გვანან...
09:42 / 06-04-2016
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი