"ღმერთს მადლობას ვწირავ, ვალერი ჩემი ცხოვრებიდან რომ წავიდა!" - ვალერი მელაძის ყოფილი ცოლის სენსაციური აღიარება
"ღმერთს მადლობას ვწირავ, ვალერი ჩემი ცხოვრებიდან რომ წავიდა!" - ვალერი მელაძის ყოფილი ცოლის სენსაციური აღიარება
ცოტა ხნის წინ ვალერი მელაძის ყოფილი და ახლანდელი მეუღლეების გულახდილი ინტერვიუები გამოქვეყნდა. ჯერ ალბინა ჯანაბაევამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაიცნო ვალერი მელაძე.
წყვილი დიდი ხნის განმავლობაში უმალავდა საზოგადოებას თავის ურთიერთობას, თუმცა ახლა უკვე გულღიად საუბრობენ ამ რომანის ყველა დეტალზე. სულ ცოტა ხნის წინ ალბინამ ფოტოსესია მოაწყო ვალერი მელაძის უფროს ვაჟთან, კონსტანტინესთან და ინტერვიუც მისცა ჟურნალისტებს. ქალმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაიცნო ვალერი და იმაშიც გამოტყდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი მომღერლის ბექვოკალისტად მუშაობდა.
"ჩინეთიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი რამდენიმეთვიანი გასტროლის შემდეგ,
მთავარ როლს ვასრულებდი ერთ-ერთ მიუზიკლში, მოსკოვში გაჩერებას დიდხანს არ ვაპირებდი, სეულში, სპექტაკლში მონაწილეობის გაგრძელებაზე ვფიქრობდი. ის გამოცდილება ცხოვრებაში ძალიან გამომადგა, გავიზარდე, როგორც პროფესიონალი, დავიჯერე, რომ ადამიანის შესაძლებლობებისთვის საზღვრები არ არსებობს. მოულოდნელად ტელეფონზე ზარი გაისმა, ვალერი მელაძე რეკავდა, ჩემი ჯგუფისთვის მსახიობს ვეძებ, თქვენ რეკომენდაცია გაგიწიეს და თუ გაქვთ ჩემან თანამშრომლობის სურვილიო", - იხსენებს ალბინა.
mshoblebi
მშვენიერმა ქალბატონმა აღარა, რომ როდესაც ცნობილ მომღერალთან ერთად კონტრაქტის პირობებს განიხილავდა, ვალერიმ აღნიშნა, რომ სამსახურებრივი რომანები მის ჯგუფში კატეგორიულად იკრძალებოდა.

- მე და ვალერი ჩემი მომავალი სამსახურის შესახებ ვმსჯელობდით, გამაფრთხილა, რომ კოლექტივი აბსოლუტურად მამაკაცებისგან იყო დაკომპლექტებული და სამსახურებრივი რომანები აშკარად პრობლემებს წარმოქმნიდა. მე ვუპასუხე, რომ შეეძლო მშვიდად ყოფილიყო, რადგან მე ამ მხრივ
ყველაფერი დალაგებული მქონდა და მისი ჯგუფისთვის საშიშროებას არ წარმოვადგენდი... არც ისე დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ჩვენი რომანის შესახებ სხვებმაც გაიგეს. ამას მოჰყვა განკითხვის და გაკიცხვის ტალღა, მეორეს მხრივ კი, ჩვენ რომ არ მოგვენდომებინა, ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა.
mshoblebi
ალბინა ჯანაბაევა და კონსტანტინე მელაძე

ცოტა ხნის წინ კი ვალერი მელაძისა და ალბინა ჯანაბაევას რომანის შესახებ კომენტარი ვალერი მელაძის ყოფილმა მეუღლემაც გააკეთა.

მომღერლის ყოფილი ცოლი გულახდილად საუბრობს იმის თაობაზე, თუ როგორი იყო ნობილ მომღერალთან თანაცხოვრების წლები და რა ტრაგედიის გადატანა მოუხდა მის ოჯახს.

ირინა მელაძე იხსენებს, რომ მათი შეუღლების პირველ წლებში ახლად შექმნილ ოჯახს საშინელი ტრაგედიის გადატანა მოუხდა. წყვილმა პირველი შვილი დაკარგა. აი, როგორ იხსენებს ირინა იმ პერიოდს:

"ინგა ჩვენი პირველი შვილი არ არის. ზუსტად ერთი წლით ადრე შეგვეძინა ვაჟი, თუმც ბავშვმა მხოლოდ 10 დრე იცოცხლა, ის სამშობიაროშივე გარდაიცვალა. ეს იმდენად მოულოდნელად და თითქმის მისტიურად მოხდა, რომ ის 10 დღე დღემდე ძალიან ემოციურად მახსენდება. ის ათი დღე ბავშვთან ერთად აგონიაში ვიყავი. ექიმები ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ, მე კი ჩემს შვილზე მხოლოდ ლოცვა შემეძლო. სამშობიაროან სულ სხვა ადამიანი გამოვედი, არაფერზე ფიქრი არ შემეძლო ბავშვის გარდა. ზუსტად სამი თვის შემდეგ ისევ დავფეხმძიმდი, ეტყობა, ღმერთმა შემიბრალა, რადგან სამი თვის განმავლობაში ჩემს თვალს ცრემლი არ შეშრობია. შედეგად, ზედიზედ 2 წელი ფეხმძიმედ ვიყავი, ამას დაერთო სოციალური გასაჭირი ქვეყანაში და წარმოიდგინეთ, რა პერიოდის გამოვლა მომიწია".

ირინას თქმით, მუსიკალური კარიერის დასაწყისში ველრი თავის ოჯახს ძალიან ცოტა დროს უთმობდა. საინტერესოა, რომ ალბინა ჯანაბაევასთან წასვლის შემდეგ მომღერალი თავის შვილებს გაცილებით მეტ დროს უთმობს.

"პირველი შვილის გაჩენა ჩემს სამშობლოში გადავწყვიტე და დედაჩემთან წავედი, ვალერიმ დამტოვა და წავიდა ლვოვში ახალი სიმღერის ჩასაწერად. ტელეფონის ნომერი არ დაუტოვებია, ვერაფრით ვუკავშირდებოდით, რომ გვეთქვა, რა ხდებოდა ჩვენ თავს. ბავშვის გარდაცვალების დღეს მოულოდნელად ჩამოვიდა, მოაგვარა ბავშვის დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები და რამდენიმე დღეში ისევ წავიდა".
mshoblebi
იმ წლებში, სანამ ვალერი მელაძის სამი ქალიშვილი იზრდებოდა, ირინა აბსოლუტურად მეუღლის ჩრდილქვეშ იყო. როდესაც ქმრის ღალატის შესახებ გაიგო, ძალიან განიცადა. გარდა იმისა, რომ მან სტრესი მიიღო, უამრავი ჟურნალისტის და რეპორტიორის მოგერიება უხდებოდა. ის თავს ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს პრობლემა არ აწუხებს და ყოფილ ქმარს ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს.
"გაგეცინებათ და ღმერთს მადობას ვწირავ, ვალერი ჩემი ცხოვრებიდან რომ წავიდა. ის წლები ისე ვიცხოვრე, თითქოს ძაღლის საჭმელს მივირთმევდი, თუმცა ის შავ ხიზილალად მეჩვენებოდა. ერთმანეთს უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ საჭიროების დროს ვუკავშირდებით".
mshoblebi
მელაძის ქალიშვილები
ირინა ამბობს, რომ კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით, რომ მის ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელმაც მოახერხა მისი გულის დაპყრობა, თუმცა ამის აფიშირებისგან თავს იკავებს.
64580
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
xatushkebi
0
ეგ ინტერვიუ ნანახი მაკვს ს. მასე არ ულაპარაკია ვალერის ცოლს.
09:46 / 17-04-2016
mirabella
0
მეორადი რა არის? სარეცხი მანქანაა თუ ტანსაცმელი?? ამოჭყფით ეგეთები რააა ეგრე რომა დამიანზე იტყვი
09:53 / 11-04-2016
მსგავსი სიახლეები