პოლიციელებმა სამი შვილის მამას ავტოსავარძლები აჩუქეს - უჩვეულო შემთხვევა
პოლიციელებმა სამი შვილის მამას ავტოსავარძლები აჩუქეს - უჩვეულო შემთხვევა
ეს ამბავი ცოტა ხნის წინ, ტეხასში მოხდა. პატრულირების დროს პოლიციამ სატვირთო მანქანა გააჩერა. გადამოწმებისას გაირკვა, რომ მძღოლის გარდა, მანქანაში მისი 1, 3 და 5 წლის ქალიშვილებიც იმყოფებოდნენ, სპეციალური ავტოსავარძლების გარეშე.
კანონით, პოლიციელებს მძღოლი უნდა დაეჯარმიბინათ. მამამ განაცხადა, რომ არა აქვს საშუალება, სამი ეტლი იყიდოს. მან პოლიციელებს უთხრა, რომ აცნობიერებს კანონდარღვევის ჩადენას.
სანამ ერთი პოლიციელი მძღოლს ესაუბრებოდა, მისი მეწყვილე მანქანაში ჩაჯდა და დაახლოებით 10 წუთში მობრუნდა. მან ხელმოკლე მამას სამი ავტოსავარძელი
უყიდა.
"რა აზრი ჰქონდა მის დაჯარიმებას? ბავშვები ხომ ისევ სავარძლის გარეშე ივლიდნენ...", - თქვა პატრულმა მედიასთან, როცა ეს ამბავი გახმაურდა.
მამამ მომხდარს "სასწაული" უწოდა. სხვა პოლიციელებმა, ვინც იმ ტერიტორიაზე მორიგეობდა, როცა გაიგეს, რაც მოხდა, ფული შეაგროვეს და პატრულს, რომელმაც სავარძლებში თავისი ჯიბის ფული გადაიხადა, დანახარჯი აუნაზღაურეს.
წყარო
17503
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
საბა
0
ოჰ ეს სუსლგულო და გარყვნილი ამერიკა :)
15:12 / 29-12-2019
!!!
0
აი, როგორი უნდა იყოს პოლიციელი, რომ რომ ხალხს შიში კი არა, სიყვარული ჰქონდეს მისი!
15:36 / 13-12-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?