ბავშვი ამ წმინდანის მფარველობის ქვეშ ექცევა და შეიძლება, სახელის დარქმევისასაც გაითვალისწინონ ეს ფაქტორი ბავშვის გაჩენამდე და გაჩენისას მშობლები ხშირად ცდილობენ გაითვალისწინონ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელსაც შეიძლება დაემთხვას პატარის დაბადება - ასე ბავშვი ამ წმინდანის მფარველობის ქვეშ ექცევა და შეიძლება, სახელის დარქმევისასაც გაითვალისწინონ ეს ფაქტორი. ამჯერად გთავაზობთ იმ რამდენიმე წმინდანის სახელებსა და მათი ხსენების რიცხვებს, რომლებიც მაისს უკავშირდება.
1 მაისი: ღირსი იოანე, ღირსი ბასილი რატიშვილი.
2 მაისი: წმ. გიორგი აღმსარებელი, ღირსი იოანე.
3 მაისი: ღირსისა თეოდორე ტრიქინა, ანტიოქიელი პატრიარქები წმინდა გრიგოლი და ანასტასი სინელი, ღირსისა ანასტასია.
4 მაისი: მღდელმოწამე ექვთიმე (შარვაშიძე), მოწამენი თეოდორე პერგიელი და დედა მისი ფილიპია.
5 მაისი: მოციქულნი ნათანაელი, ლუკა და კლიმენტი; ღირსი ვიტალი.
6 მაისი: ხსენება წმიდისა დიდებულისა, დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და სასწაულთმოქმედისა გიორგისა, მოწამე ალექსანდრა დედოფალი.
7 მაისი: მოწამე საბა სტრატილატი, ღირსი თომა სალოსი, ღირსი ელისაბედ სასწაულთმოქმედი.
8 მაისი: წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი;
9 მაისი: მღვდელმოწამე ბასილი, წმინდა სტეფანე.
10 მაისი: მოციქული სვიმეონი.
11 მაისი: მოციქული იასონი, მოწამე მაქსიმე, მოწამენი ევფრასი, მამია, ზენონი, ნეონი და ვიტალი.
12 მაისი: ანდრია პირველწოდებული, წმ. ვასილი ეპისკოპოსისა, მოწამე იოანე.
13 მაისი: მოციქული იაკობ ზებედე, წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი.
14 მაისი: კეთილმორწმუნე ქართველთა მეფე თამარი, წმ. ზოსიმე II.
15 მაისი: წმ. მენელსაცხებლე დედანი - მარიამ მაგდალინელი, მარიამ კლეოპა, სალომე, იოანა, მართა და სხვანი, მართალი იოსებ არიმათიელი.
16 მაისი: ღირსნი მიქაელ და არსენ ულუმბოელთა, მოწამენი ტიმოთე და მავრა, ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი.
17 მაისი: მოწამე პელაგია, მღვდელმოწამე სილვანე.
18 მაისი: დიდმოწამე ირინე.
19 მაისი: მართალი იობ მრავალვნებული.
20 მაისი: ღირსი იოანე ზედაზნელი და ათორმეტნი მოწაფენი მისნი: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი; მოწამე აკაკი ასისთავი.
21 მაისი: წმ. მოციქული და მახარებელი იოანე ღმრთისმეტყველი, ღირსი არსენი დიდი.
22 მაისი: მიცვალება ღირსისა შიო მღვიმელისა, წინასწარმეტყველი ესაია, მოწამე ქრისტეფორე.
23 მაისი: მოციქული სიმონ მოშურნე, ღირსი ისიდორა სალოსი; ნეტარი ტაისია.
24 მაისი: ნეტარე ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული; მოციქულთა სწორნი მეთოდე და კირილე.
25 მაისი: წმ. გერმანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი.
26 მაისი: ღირსი ექვთიმე ათონელი, წმიდანნი გიორგი აღმსარებელი, მეუღლე მისი ირინე და შვილნი მათნი.
27 მაისი: მოწამე ისიდორე, მოწამე მაქსიმე, ღირსი სერაპიონი.
28 მაისი: ღირსი პიროს ბრეთელი.
29 მაისი: ღირსი თეოდორე განწმენდილი; მღვდელმოწამე ალექსანდრე, გიორგი II, მიტილენელი ეპისკოპოსი.
30 მაისი: მოციქული ანდრონიკე და წმიდა იუნია; წმ. სტეფანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი.
31 მაისი: მოწამენი დავით და ტარიჭანი; მოწამე თეოდოტე ანკვირელი და მოწამენი შვიდნი ქალწულნი: ალექსანდრა, ტეკუსა, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია; მოწამენი პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინე; მოწამენი სვიმეონი, ისააკი, ირაკლი.