პატარს ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას ასმენინებენ 5 მაისს სალომე ბაკურაძეს და ლაშა ბასლანაძეს ბიჭი - ალექანდრე ბასლანაძე შეეძინათ.. სალომესა და ლაშას ფეისბუქ გვერდები აჭრელდა მილოცვებითა და კეთილი სურვილებით.. ცოტა ხნის წინ კი თავად მომღერალმა სამადლობელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დედობის ემოციებზეც "საუბრობს". გთავაზობთ სტატუსს უცვლელად:
"მთელი გულით მინდოდა ცალცალკე თითეული ადამიანისთვის გამეცა პასუხი, მეთქვა და მომეყოლა ჩემი სასწაული ემოციების შესახებ,რაც მივხვდი რომ შეუძლებელია როგორც რაოდენობრივად, ასევე ემოციურად. ამიტომ მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ და ყველას გისურვოთ ამ დიდი ბედნიერების განცდა, რომლის ზუსტად აღწერა, ალბათ, არავის არ შეუძლია. არც სტატუსების წერით გამოვირჩევი და მითუმეტეს, გრძელი ტექსტებით ამ სტატუსებში,მაგრამ არ მომბეზრდება ასჯერ და ათასჯერ ვუთხრა მადლობა საოცარ პროფესიონალ ადამიანს, სასწაულ ექიმს,ულამაზეს და უმაგრეს ქალბატონს მაია მჭედლიძეს. მადლობა უკომფორტულეს და ძალიან მაგარი კლინიკის აფსოლუტურად ყველა თანამშრომელს რომლებმაც ამ თვების თუ დღეების მანძილზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე.მადლობა თქვენ"
იქვე ლაშას შვილი პირველი ქორწინებიდან, ელენე ბასლანაძე, მისი პატარა ძმის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ახალშობილის მხოლოდ ხელი ჩანს, სალომეს და ლაშას კი აცნობებს, რომ პატარს ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას ასმენინებს.