"ასეთი ხალხის გამო ვიკავებდი თავს ძვირად ღირებულ მკურნალობაზე და თვე და ორი კვირა ვუყურებდი სიცხიან ბავშვს" ამ დღეების განმავლობაში შორენა ბეგაშვილს ბევრი რამის გადატანა მოუხდა. გარდა იმისა, რომ შვილის ჯანმრთელობისთვის იბრძვის, იმ ხალხთან ბრძოლაც უწევს, რომლებიც მას აკრიტიკებენ და უარყოფითი კომენტარებით ავსებენ. ამჯერად შორენამ ერთ-ერთი საიტიდან ამოკრიფა მისი საწინააღმდეგო კომენტარები და ასეთი პასუხი გასცა ხალხს:
"ბინა კრედიტით მაქვს, გადაამოწმეთ, გეხერხებათ. რომც გავყიდო, ბანკში უნდა ჩავრიცხო, მანქანა, შუბა და ყველაფერი იყიდება. მოდით და იყიდეთ...
ასეთი ხალხის გამო ვიკავებდი თავს ძვირად ღირებულ მკურნალობაზე და თვე და ორი კვირა ვუყურებდი სიცხიან ბავშვს, ტკივილები როგორ ტანჯავდა. ყოველთვის ისე ვცხოვრობდი, რომ არავის წამოსაყვედრებელი არ მქონოდა რამე. პირიქით, იქით ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო.
მე კიდევ დავიწყებ ნულიდან ცხოვრებას და უკეთესი ჯიპიც მეყოლება და შუბაც, და ბევრი ის ნივთი, რომელიც უკვე გაიყიდა.
ახლა, როცა გაქექეთ ჩემი ცხოვრება, გეტყვით, რომ ევას საოპერაციოდ ამზადებენ. ბოლო ორი თვის მანძილზე მეოთხე ოპერაცია. მაინც ყველაზე ლამაზია...
მადლობა მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს და ანუკის და კახა კალაძეს. მათი წყალობით ევას პირველი ოპერაციის ნახევარი დაფინანსდა. და არ გეგონოთ, მარტო ჩემს შვილს აფინანსებენ, ბევრი ქართველი წევს აქ მათი დახმარებით.
მადლობა ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც აქ ყურადღებას არ გვაკლებენ. წინ რთული დგეებია, მაგრამ კარგად იქნება ჩემი გოგო. უნდა გაიაროს და იცეკვოს ისევ. ისევ უნდა მომპაროს ფეხსაცმელი და გამიფუჭოს...
მადლობა, რომ მარტო არ დამტოვეთ!"