უნდა აპატიოს თუ არა ქმარმა ცოლს ღალატი - ყველაფერი ჯვრის აყრის შესახებ
უნდა აპატიოს თუ არა ქმარმა ცოლს ღალატი - ყველაფერი ჯვრის აყრის შესახებ
სამწუხაროდ, ქორწინება ზოგჯერ განქორწინებით სრულდება. ჯვარდაწერილი წყვილის შემთხვევაში დაშორებას ჯვრის აყრაც მოსდევს. რა შემთხვევაში ასრულებენ მამები ჯვრის აყრის რიტუალს და რამდენჯერ არის ჯვრისწერა დაშვებული?
გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- რა შემთხვევაში ხდება ჯვრის აყრა ?
- ღალატისა და იმ პასუხისმგებლობიდან გაქცევისათვის, რაც ქალსა და მამაკაცს ევალებათ.

- როდესაც ცოლ- ქმარი ერთად აღარ ცხოვრობს და რომელიმე მათგანი აპირებს ჯვრის აყრას და მეორედ
დაქორწინებას, ერთ- ერთი მათგანი კი უარზეა, ამ დროს რა გამოსავალი არსებობს?
-
მღვდელმთავარმა უნდა გამოიკვლიოს მიზეზი, თუ ნამდვილად მისაღებია და ყველანაირი პირობა არსებობს, უარის მიუხედავად შეუძლია მღვდელმთავარს ქორწინების ანულირება.

-  როდესაც ოჯახში კონფლიქტია, ძალადობაა, რას ურჩევთ, გაიყაროს ასეთი წყვილი ან როგორ უნდა იპოვონ გამოსავალი?
- ძალადობის ფორმებს გააჩნია. სარწმუნოებრივი, ზნეობრივი თუ სხეულებრივია, ან ხარისხს ძალადობისა. ხშირად, ადამიანს შესაძლოა ხმამაღალი საუბარი ან ტონალობა არ მოეწონოს და ძალადობად შერაცხოს. დაუთმენლობა რჯულად გვექცა, უფალი კი ბრძანებს: "რომელმაც სრულიად დაითმინოს იგი სცხონდეს". ღმერთის კურთხევით შეუღლებული წყვილი, კაცმა არ უნდა დაარღვიოს. მთავარ დამრღვევ მიზეზად მრუშობა დაგვისახელა უფალმა, თუ ქალი შეინანებს და აღარ გაიმეორებს, ქმარს შეუძლია ესეც აპატიოს და აიტანოს ოჯახის
გულისთვის.

- მეორე მეუღლის შერთვის დროს პირველი ქორწინება ანულირდება თუ არა? ან მეორე თუ იქნება კანონიერი იმის მიუხედავად, რომხელი აქვთ მოწერილი?
- ხელმოწერა სამოქალაქო ქორწინებაა. წყვილი, ღვთის წინაშე მანამ არ ითვლება კანონიერ ოჯახად, სანამ ჯვარს არ დაიწერენ, ხოლო ეს უკანასკნელი პირველი ქორწინების ანულირების გარეშე შეუძლებელია.

- როგორ სრულდება ჯვრის აყრის რიტუალი?
- მღვდელმთავარი კითხულობს სპეციალურ ლოცვებს, სხვა იერარქს არ შეუძლია.

- რამდენჯერ არის ჯვრისწერა დაშვებული?
- უკიდურესი შემთხვევების დროს 3- ჯერ უშვებს ეკლესია. თუმცა, ბოლო ორ შემთხვევაში სამგლოვიაროა და სასჯელს ადებს მოძღვარი, ლიტურგიკული მსახურების აღსრულებისას გვირგვინი არ ედგმებათ, სანთელს არ აძლევს და ლოცვებს ისე კითხულობს. სასჯელს ანუ, ლოცვით კანონს აძლევს გარკვეული დროით. მათ ქორწილში არ უნდა წავიდეს სასულიერო პირი კანონიკის მოთხოვნით.

- რას ავალდებულებს ჯვრისწერა დაოჯახებულ ცოლ- ქმარს?
- ერთგულების გარეშე, ოჯახი ფუღურო ხდება, სადაც ბოროტი სული იმკვიდრებს. ცოლ- ქმარი ტრაპეზის წინ აღთქმას დებს, რომ ჭირსა და ლხინში ერთმანეთს გაუგებენ.

თეა ცაგურიშვილი

31398
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
სოფო
0
მოგესალმებით, ბევრი სტატია მაქვს წაკითხული ამ თემასთან დაკავშირებით, და მაინც აზრი ვერ გამომაქვს, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მიმატოვა მაშინ როდესაც შვილი დამეუპა ერთ თვეში, და ისე აიყარა ჯვარი, მაშინ გავიგე ჯვარი რომ დაიწერა სხვა ქალზე, რომელიც გვიცნობდა როგორც ცოლ ქმარს, და ეს ნაბიჯი მაინც გადაადგმევინა, და ჯვრის წერა ჩატარდა ისე როგორც ჩვეულებრივ პირველად ხდება, მე იმის თქმა მინდა, რატომ არ დაინტერესდა მღვდელმთავარი სად ვიყავი მე?
16:05 / 22-02-2017
ninichka-s
1
კარგი რა თუ ღმერთი გწამს, თვალცრემლიანი კაცი მე არ მინახავს საკურთხეველთან. ვინ აძალებს, ცოლად მომიყვანეო? რა ჯვარს თუ დაიწერს ძვირფასი ოჯახი შეექმნება თუ როგორ? თუ ქალი არ მინდა, არც ორსული მინდა და არც სამ-სული. სექსუალური ძალადობის დამტკიცებას კიდევ სამხილი უნდა, ქალზე არ უნდა იძალადო, ასევე თუ არ გინდა, უნდა შეეშვა, ისე არავინ ორსულდება, იცოდე, პატარავ
15:13 / 22-02-2017
მსგავსი სიახლეები