როდესაც ხალხმა გაიგო, თუ ვის ემუქრებოდა ეს კანონი - გაიხარეს! ქვეყნების უმეტესობის საზოგადოებრივი აზრი ეწინააღმდეგება სიკვდილით დასჯას. ახლახან კანონის შეცვლამ ინდონეზიაში უბრალო ხალხის მხარდაჭერა დაიმსახურა. ამ ქვეყნის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა კანონის გამკაცრებას ერთ-ერთი კატეგორიის დამნაშავეებისათვის. ამიერიდან, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე ასეთი სასჯელი იქნება: 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქიმიური კასტრაცია ან სიკვდილით დასჯა.
ძალიან სასტიკად ჟღერს? ახალი კანონი ეხება პედოფილებს! პრეზიდენტის მიერ ამ კანონის მიღება განაპირობა მცირეწლოვან ბავშვებზე ძალადობის მრავალრიცხოვანმა შემთხვევებმა. ინდონეზიაში მოსახლეობის დაბალმა ეკონომიურმა მდგომარეობამ, ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა ადგილმდებარეობამ, სამოთხედ აქცია ქვეყანა ავსტრალიელი, ამერიკელი და ევროპელი პედოფილებისთვის. ახალი კანონის მიღებამ ადგილობრივ მოსახლეობას შვებით ამოასუნთქა.
რობერტ ელისი, რომელიც ზედა ფოტოზეა აღბეჭდილი - ავსტრალიელია. ის და მისი "კოლეგები" ინდონეზიაში სწორედ თავიანთი ბინძური სურვილების დასაკმაყოფილებლად ჩავიდნენ.
2014 წლიდან 69 წლის მოხუცი ღამის კოშმარად იქცა მინიმუმ 16 (7-დან 17 წლამდე) გოგოსთვის. სამწუხაროდ, ეს ამაზრზენი მოხუცი არ მოხვდა ახალი კანონის იურისდიქციაში, რადგან მაშინ დაიჭირეს, სანამ ეს კანონი ჯერ კიდევ არ იყო ძალაში შესული. მისი საქმე ჯერ დახურული არ არის, მაგრამ გასაგებია, რომ მინიმუმ 10 წელი მოუწევს გისოსებს მიღმა ყოფნა.
თქვენ რას ფიქრობთ ინდონეზიის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე?