200 მილიონი შემთხვევიდან - ერთ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე
ბეკი-ჯო ალენისთვის დიდი მოულოდნელობა იყო იმის გაგება, რომ ერთდროულად 3 შვილის დედა გახდებოდა. როდესაც პატარა რომანი, როკო და როანი გამოწერეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან, მათ დედას სახლში კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა. საავადმყოფოში ყველა საუბრობდა იმაზე, თუ როგორი მსგავსება იყო ბავშვებს შორის. დედამ გადაწყვიტა, პატარების დნმ-ის ნიმუშები გაეგზავნა ანალიზისთვის. აღმოჩნდა, რომ 200 მილიონი შემთხვევიდან - ერთ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე: ტყუპი აბსოლუტურად იდენტურები იყვნენ გენეტიკის თვალსაზრისით.