აუცილებლად ვიტყოდი, ცუდი დედამთილი რომ მყავდეს. თან რას გაიგებდა რას ვწერ ქართულ პრესაში ნუკისა და ბენის ქორწინების ამბავი პირველად „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა. მაშინ ტელეწამყვანი საგულდაგულოდ მალავდა გათხოვების ამბავს. საქართველოში მისი გაბედნიერების ამბავი სულ ხუთმა ადამიანმა იცოდა.
მის მერე ერთი წელი გავიდა და ნუკი პირველად სტუმრობს სამშობლოს. როგორ მოირგო მეუღლის ამპლუა, როგორი დიასახლისი გამოდგა და როდის ეჭვიანობს ბენი, ნუკი თავად გიამბობთ. მაშ ასე, დღეს, ექსკლუზიურად პირადით, „პრაიმტაიმის“ სტუმარი ნუკი კოშკელიშვილია.
– ნუკი, ადრე არ ამხელდი გათხოვების ამბავს, რატომ?
– ვფიქრობდი, რომ მერე ერთიანად გავაკეთებდი განცხადებას. მინდოდა ის დღეები მშვიდად ვყოფილიყავი, გათხოვების პირველი დღეები ჟურნალისტებთან საუბარში არ დამეხარჯა.
– მანამდეც გქონდა ტაიმაუტი მედიასთან, არაფერს ამბობდი პირად ცხოვრებაზე. ამას მოჰყვა ჭორები, რომ შენ და ბენიმ იჩხუბეთ და ამიტომაც არ ლაპარაკობდი მასზე.
– მე და ბენს არც ერთხელ არ გვიჩხუბია და არც არასდროს დავშორებულვართ. უბრალოდ, მას არ მოსწონდა როცა ამ თემაზე ვლაპარაკობდი, როცა მყვირალა სათაურებით გამოჰქონდათ გარეკანზე სტატია და ქალაქი ჩვენზე ლაპარაკობდა. მე ვგიჟდები ასეთ ჭორებზე, მიყვარს, როცა ჩემზე ლაპარაკობენ, ხან ჩემი და ჩემი შვილი აღმოჩნდა, ხან ფეხმძიმობა დამაბრალეს, ხან დაშორება საყვარელ ადამიანთან, მაგრამ მე ეს არ მაღიზიანებდა. უბრალოდ, ეს არ მოსწონდა ბენს და დავინდე. ვიღაცები წერდნენ, ცუდ რაღაცებს ეუბნებოდნენ…
– იქაც არის ეს ტენდენცია, შენ შეყვარებულზე რას წერენო, ურეკავენ შენს რჩეულს?
– აქედან წერდნენ, საქართველოდან. აქაც ჰყავს ბენის მეგობრები. მერე ნერვიულობდა.
– სულ რამდენმა ადამიანმა იცოდა, რომ ნიუ-იორკში საქორწინოდ მიდიოდი?
– ხუთმა: ჩემმა მშობლებმა, ჩემმა დამ და ჩემმა საუკეთესო ორმა დაქალმა.
– რით განსხვავდება ან ჰგავს იქაური ქორწილის ტრადიციები ქართულს?
– არაფრით არ ჰგავს. ქართული ქორწილი ადვილი გასაკეთებელია. იქ ირჩევ თეფშის ფერს, თეფშს უხამებ ჩანგალს, ჩანგალს – ჭიქას. მიდიხარ, სინჯავ ერთ, მეორე, მესამე ნამცხვარს. ამასობაში სუქდები და გიჟდები. ქორწილის ბოლოს უკვე შეურაცხადი ვიყავი. იქ ერთი წლით ადრე უგზავნი სტუმრებს წერილს სათაურით „შეინახე რიცხვი“, სადაც წერია ქორწილის თარიღი. ექვსი თვით ადრე უგზავნი თარიღსა და ადგილს და მერე ემზადები ქორწილისთვის. ჩვენ ეს ყველაფერი, ჩემი წყალობით, ერთ თვეში მოვაგვარეთ. მერე ვნერვიულობდით იმაზე, გაწვიმდებოდა თუ არა, გამჭვირვალე ტენტს დააჩნდებოდა თუ არა წვიმის წვეთები…
– რა შეჰფიცეთ ერთმანეთს?
– ჩვენ შევიკავეთ თავი ფიცებისგან. ბოლოს რომ გვკითხეს თუ გაქვთ დაწერილი ფიცებიო, ვთქვი, რომ მე ფიცის დამწერი არ ვიყავი. ბოლოს მღვდელმა თქვა, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ ერთად იქნებითო და ამას დავეთანხმეთ.
– ქართველი სტუმრები გყავდა?
– კი: საშა პრიშვინი, ნინი შერმადინი და ჩემი ორი დაქალი.
– როგორია ამერიკული რძალ-დედამთილობა?
– მე, ხომ იცით, როგორ ენატლიკინა ვარ, აუცილებლად ვიტყოდი, ცუდი დედამთილი რომ მყავდეს. თან რას გაიგებდა, რას ვწერ ქართულ პრესაში (იცინის). ჩემს ქმარს ჩემი დედამთილი მირჩევნია. ბენი ცუდი ხასიათების ბიჭია, ხანდახან მაბრაზებს ხოლმე. ის არა, ისეთი საყვარელია, სულ ვიძახდი, ნეტა მაგას გავყოლოდი ცოლად-მეთქი. ძალიან თბილი და ტკბილია ყველას მიმართ, შენც რომ გაგიცნოს, გადაგიშლის გულს, გაგიკეთებს საჭმელს, უკანასკნელს გაიხდის და მოგცემს. ყველა უყვარს. განაგრძეთ კითხვა