22 წლის სტუდენტი ბერძენი მილიონერების რძალი გახდა თელ-ავივში გამართული ქართველი მულტიმილიონერის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილისა და ასევე სომეხი მილიარდერისა და ქართველი გოგონას ქორწილის შემდეგ,
კიდევ ერთი ოლიგარქის ქორწილმა აალაპარაკა საზოგადოება.
რუსეთში მოღვაწე ბერძენი ბიზნესმენის, "თამბაქოს მეფედ" წოდებული ივან სავიდის ვაჟმა, 24 გეორგის სავიდიმ 22 წლის რუსი სტუდენტი იანა ხუდიაკოვა შეირთო ცოლად. გრანდიოზული ქორწილი სალონიკში გაიმართა და საზოგადოება აალაპარაკა.
ღონისძიებას 600 სტუმარი ესწრებოდა, რომლებსაც რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები ართობდნენ, ძირითადად, ქართველები - გრიგორი ლეფსი, სოსო პავლიაშვილი, ქეთა თოფურია და სხვები. წამყვანები ანდრეუ მალახოვი და იანა ჩურიკოვა იყვნენ.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე პატარძლის 27-კილოგრამიანმა კაბამ, რომელიც ელი სააბის ქმნილება იყო და მარგალიტებითა და სხვა ძვირფასი თვლებით გახლდათ მოოჭვილი.
დარბაზი ცოცხალი ყვავილებით იყო მორთული - სპეციალურად ცერემონიისთვის ჰოლანდიიდან ჩაიტანეს ორი სატვირთო მანქანა ყვავილები.
ივან სავიდი რუსეთსა და საბერძნეთში ცნობილი მოღვაწეა. გარდა ბიზნესისა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საბჭოსს წევრია, რუსეთის ბერძნების ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტი, ასევე ბერძნული საფეხბურთო კლუბის - პაოკ-ის მფლობელი. გარკვეული წლები რუსეთის დუმის დეპუტატიც იყო. იხილეთ ვიდეო ქორწილიდან