რომელი წმინდანების ხსენების დღეებია ივლისში
რომელი წმინდანების ხსენების დღეებია ივლისში
ბავშვის გაჩენამდე და გაჩენისას მშობლები ხშირად ცდილობენ გაითვალისწინონ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელსაც შეიძლება დაემთხვას პატარის დაბადება - ასე ბავშვი ამ წმინდანის მფარველობის ქვეშ ექცევა და შეიძლება, სახელის დარქმევისასაც გაითვალისწინონ ეს ფაქტორი. ამჯერად გთავაზობთ იმ რამდენიმე წმინდანის სახელებსა და მათი ხსენების რიცხვებს, რომლებიც ივლისს უკავშირდება.

1 ივლისი: ღირსი მიქაელ ულუმბოელი.

2 ივლისი
:  მოწამე ზოსიმე, ღირსი იოანე განდეგილი.

3 ივლისი: მოწამენი არისტოკლე ხუცი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი.

4 ივლისი: წმ. დიდებულნი მოწამენი, საქართველოს მეფენი: არჩილი და ლუარსაბი, მოწამე იულიანე ტარსელი.

5 ივლისი:
მღვდელმოწამე მიქაელ ჰერელი (ყულოშვილი); მოწამენი: ზენონი და ზინა; მოწამენი: გალაქტიონი და იულიანა.

6 ივლისი: მოწამე აგრიპინა; ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატი.

7 ივლისი: შობა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი.

8 ივლისი: ღირსი მოწამე ფებრონია ქალწული.

9 ივლისი: ღირსი დავით თესალონიკელი; ღირსი იოანე, გუთელი ეპისკოპოსი.

10 ივლისი: ღირსი გიორგი მთაწმიდელი; მღვდელმოწამე კირიონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

11 ივლისი: აღმოყვანება ნაწილთა მოწამეთა კვიროს და იოანე უვერცხლოთა და სასწაულთმოქმედთა; ღირსი პავლე მკურნალი.

12 ივლისი: მოციქულნი პეტრე და პავლე.


13 ივლისი: დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრება: პეტრესი, ანდრიასი, იაკობ ზებედესი, იოანესი, თომასი, მათესი და სხვათა; კეთილმორწმუნე დინარა დედოფალი.

14 ივლისი: წმ. ნერსე მთავარეპისკოპოსი; ღირსი პეტრე პატრიკიოსი.

15 ივლისი:
დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა მარიამ ღმრთისმშობელისა. ვლაქერნას.

16 ივლისი: ღირსი გიორგი ღმერთშემოსილი, ღირსი გიორგი მთაწმიდელის მოძღვარი; ღირსი ალექსანდრე.

17 ივლისი: წმ. ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი; ღირსი მართა, სვიმეონ მესვეტის დედა.

18 ივლისი: ღირსი ათანასე ათონელი; მოწამენი ანა და კვირილა.

19 ივლისი: მოწამენი: მარინი, მართა, ვალენტინე ხუცი.

20 ივლისი: ღირსი თომა მალეელი; ღირსი აკაკი.

21 ივლისი: მოწამე მირდატ მეფე.

22 ივლისი: მღვდელმოწამე ბაგრატი; მღვდელმოწამე კირილე; მოწამე ალექსანდრე.

23 ივლისი
: ორმოცდახუთნი მოწამენი, ნიკოპოლისს წამებულნი: ლეონტი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე და სხვანი.

24 ივლისი: დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული; მოციქულთა სწორი ოლღა, ნათლისღებით ელენე.

25 ივლისი: ღირსნი მამანი ჩვენნი ათონელნი - იოანე, ექვთიმე, გაბრიელი; ღირსი მიქაელ მალეინი; მოწამე გოლინდუხა, ნათლისღებით მარიამი.

26 ივლისი: კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა. ღირსი სტეფანე საბაიტელი.

27 ივლისი: ღირსი ელიოზ მონაზონი; ღირსი ონისიმე საკვირველთმოქმედი.

28 ივლისი: მოწამენი: კვირიკე და ივლიტა.

29 ივლისი: მოწამენი: პავლე, ალევტინა (ვალენტინა) და ქიონია; მოწამე იულია ქალწული.

30 ივლისი: დიდმოწამე მარინე; ღირსი ლაზარე გალისიელის ნაწილთა აღმოყვანება.

31 ივლისი: ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება; ღირსმოწამე კოზმა ხუცესმონოზონი.
10721
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები