როგორი დედამთილ-მამამთილი არიან ნათია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია
როგორი დედამთილ-მამამთილი არიან ნათია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია
ალასანიების ოჯახში პოზიტიური მოვლენა ახლახან მოხდა: ირაკლი ალასანიას ვაჟი, ნიკა ალასანია 20 წლის ნუცა ადამიაზე დაქორწინდა. შემოდგომაზე ოჯახში ახალი სიცოცხლის დაბადებას ელოდებიან. ჟურნალმა "გზამ" ინერტვიუ ირაკლი ალასანიას ცოლთან, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძესთან ჩაწერა, გთავაზობთ ამონარიდებს:

- დედამთილის ამპლუაში თავს როგორ გრძნობთ?
- საყვარელი შვილიკო შემოგვემატა. გაღიმებული, თბილი, კეთილი გოგოა. განსაკუთრებულ განწყობას ბებიობის მოლოდინი მიქმნის. წარმომიდგენია, როგორი სიხარული იქნება, ღმერთმა ჯანმრთელი გააჩინოს.

- საქორწინო სამზადისში ყველაზე აქტიურად ვინ იყო ჩართული?
- ყველანი ჩართულები ვიყავით. მე, ჩემი და და ნუცას დედა. ირაკლიც თავისებურად,
მხარში გვედგა.
ირაკლი როგორი მამამთილია?
- მე და ირაკლი არ ვართ შვილების ურთიერთობაში უხეშად შეჭრილები. მათ ყოველთვის ვუტოვებთ პიროვნულ სივრცეს, თავი თავისუფლად რომ იგრძნონ. არ ჰქონდეთ განცდა, რომ ვინმე მათ ცხოვრებაში ერევა, ამავე დროს ყოველთვის გრძნობენ ჩვენს მხარდაჭერას და მზადყოფნას დახმარებისთვის. მე ყველას შვილის მიმართ ისევე ვარ განწყობილი, როგორც მინდა, ჩემი შვილებისადმი იყვნენ განწყობილი ადამიანები, მაგრამ არა ზედმეტი და გადაჭარბებული ქცევებით.

სად გაიცნო ირაკლი ალასანიამ მომავალი მეუღლე და როგორი მეოჯახეა ცნობილი პოლიტიკოსი, ვრცლად იხილეთ ჟურნალ "გზის" 7 ივლისის ნომერში

5479
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თეკლე
0
მამამისივით გემოვნება ჰქონია
11:04 / 07-07-2016
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი