ლევან ჯავახიშვილისა და მარიამ ოშხნელის ოჯახი ფატობრივად ტელემაყურებლის თვალწინ შეიქმნა ჟურნალისტების , ლევან ჯავახიშვილისა და მარიამ ოშხნელის ოჯახი ფატობრივად ტელემაყურებლის თვალწინ შეიქმნა, სიყვარულის ისოტრიის, საქორწილი სამზადისის და შემდეგ უკვე ქორწილის დეტალები სხვადასხვა შოუების მეშვეობოთ გახდა ცნობილი, მაყურებელიც დაუსწრებლად ესწრებოდა ყველა მნიშვნელოვან ცერმონიას და საყვარელი ტელესახეების ბედნიერებას იზიარებდა.. გარკვეული დროის შემდეგ უკვე მუცელგაბერილი მარიამიც გამოჩნდა ეკრანზე.. წყვილი შვილს ელოდებოდა.. 2015 წლის 7 ივლისს ქვეყანას ანანა მოევლინა.. მარიამისთვის ის პირველი, ლევანისთვის კი მეოთხე შვილია, მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.. როგორც უკვე მიხვდით დღეს ანანა ერთი წლის გახდა, ჟურნალისტი დედა კი ამ მნიშვნელოვან თარიღს გულისამაჩუყებელ პოსტს უძღვნის, საუბარს გასული წლის 7 ივლისდან იწყებს.. გთავაზობთ პოსტს უცვლელად.
"07.07.2015 ახლა დავიძინებ, ვეცდები ბალიშზე თავი რაც შეიძლება მაღლა დავდო რომ დედამიწისხელა მუცელმა არ შემაწუხოს, დილით გამეღვიძება, ვეცდები მივწვდე ლევანს რომ ჩავეხუტო, მაგრამ ჩვენს შორის დიდი ბურთი ხელს შემიშლის, წამოვდგები და მძინარეს ლოყაზე ვაკოცებ, მერე წყლის დასალევად გავალ და ვიგრძნობ რომ ჩემი დედამიწისხელა მუცლიდან ჩემი გოგო დედამიწაზე გადმოსაბარგებლად ემზადება...
07.07.2016
ახლა დავიძინებ, ვეცდები ბალიშზე თავი ფრთხილად დავდო, არ ვიხმაურებ, რომ ჩემი 1წლის დედამიწა არ გავაღვიძო, ტაკოაბზეკილს ძინავს:) მერე ლევანს ჩავეხუტები და მეც დავიძინებ. დილით ანანას მივულოცავ, საჩვენებელ თითს მაჩვენებს და იტყვის "ეთი" და ეს "ეთი" არის ყველაზე ბევრი, ყველაზე რიცხვზე მეტი, "ეთი" უსასრულობა, რომელიც მთელ ჩემს ცხოვრებას უდრის
იხილეთ ლევან ჯავახიშვილისა და მარიამ ოშხნელის ოჯახური ფოტოები
თეკლა ჟვანია