საშიში ზეთების კონცენტრაცია სამი სახის შოკოლადშია აღმოჩენილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია Foodwatch-მა Kinder-ის შოკოლადში კანცეროგენები (ქიმიური ნივთიერება, ფიზიკური გამოსხივება ან ონკოგენური ვირუსი, რომლის ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმზე მოქმედებაც ზრდის ავთვისებიანი სიმსივნეს წარმოქმნის ალბათობას) აღმოაჩინა.
ამის შესახებ The Independent-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის პროდუქციაში ე.წ. მინერალურ არომატული ზეთი MOAH აღმოაჩინეს, რომელიც ნავთობის გადამუშავების დროს წარმოიქმნება.
ამგვარი საშიში ზეთების კონცენტრაცია სამი სახის შოკოლადშია აღმოჩენილი: Ferrero-ს წარმოებულ Kinder Riegel-ში, Lindt-ის წარმოებულ Fioretto Nougat Minis-სა და Rübezahl-ის წარმოებულ შოკოლადში Sun Rice Classic Schoko Happen.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აღმოჩენილ ნივთიერებას ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევა შეუძლია. გაგრძელება