ექიმებმა ვერ გააკეთეს კომენტარი მომხდარზე კანზასელი აარონ და ემა უაინგტონების პატარა გოგონა - მია ცნობილი უნიკალური სამედიცინო შემთხვევის წყალობით გახდა. 7 თვის მიას მოულოდნელად გაუსივდა ლოყის ქვედა არე და აუწია ტემპერატურამ. მშობლებმა საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმები ვერ მიხვდნენ ბავშვის დისკომფორტის მიზეზს. ჯერ ეგონათ, რომ კბილების ამოჭრის მიზეზით გაუსივდა ყბა. გამოუწერეს წამალი და გაუშვეს სახლში.
სიტუაცია თანდათან გართულდა: დილით სიწითლემ და შესიებამ ორჯერ მოიმატა. მია დააწვინეს საავადმყოფოში ლიმფური კვანძის სტაფილოკოკური ინფექციის დიაგნოზით. რამდენიმე საათში შესიებულ ადგილას რაღაც გაურკვეველი წერტილი გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო 5-სანტიმეტრიანი ბუმბული.
ექიმებმა ვერ გააკეთეს კომენტარი მომხდარზე. სავარაუდოდ, მიამ შემთხვევით გადაყლაპა ბუმბული და რაღაცნაირად გაეჩხირა ყელში. რის შემდეგაც ორგანიზმმა დაიწყო უცხო სხეულის გამოდევნა გარეთ...
ამჟამად გოგონა თავს კარგად გრძნობს. ის ჯანმრთელი და ბედნიერია.