ისინი ერთმანეთს გვერდში უდგანან და ამხნევებენ... ცოტა თუ თვლის საავადმყოფოს მიმზიდველ ადგილად. იქ ყველაფერი ნაცრისფერია, მოწყენილობაა და საერთოდ, სჯობს იქ საერთოდაც არ მოვხვდეთ. თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის მოწყობილი, როგორც ჩვენ გვინდა.
12 წლის სტელა უსიაკმა და ლუკას ლოუმ ერთმანეთი საავადმყოფოში იპოვეს. მათი სიყვარული მართალია, ბავშვური, მაგრამ სერიოზულია.
სტელასა და ლუკასს ლეიკემია აქვთ. მათი ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივეს დაეწყო რემისია, მაგრამ მოხდა რეციდივი. ორივეს გადაუნერგეს ძვლის ტვინი... ისინი ერთმანეთს გვერდში უდგანან და ამხნევებენ.
ლუკასი ამბობს: "ჯერ მას შევუყვარდი, მერე კი მე შემიყვარდა". წმინდა ვალენტინის დღეს ლუკასმა სტელას ბეჭედი აჩუქა, რომელსაც ეწერა: "შენ ჩემი მზის სხივი ხარ".
სტელას დედა ყვება: "ისინი მოხუცებს მაგონებენ, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ და თანაუგრძნობენ. ლუკასი და სტელა ხელჩაკიდებულები დადიან საავადმყოფოში. ისინი არ საუბრობენ თავიანთ დაავადებაზე. მათ აქვთ საბავშვო, საინტერესო თემები"...
რაც შეეხება კოცნას, ბავშვებმა თქვეს, რომ მხოლოდ ლოყაზე კოცნიან ერთმანეთს... მართალია ექიმებს ჯერ არ უპოვიათ სიმსივნის სამკურნალო წამალი, მაგრამ ამ ორმა ადამიანმა გამოსცადა სიყვარულის გამაჯანსაღებელი ძალა. ვუსურვოთ ბავშვებს მალე გამოჯანმრთელება. დაე მათ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ!