ბუნებრივია, გამონაკლისებიც არსებობენ, რადგან აღმოსავლეთი დიდია და დასავლური კულტურის გაზიარების ტენდენციაც არსებობს.
არაბულ სამყაროზე, მის ტრადიციებსა და კულტურაზე გამუდმებით მსჯელობენ, ამჯერად კი ქალებზე შევჩერდებით. წარმოგიდგენთ ეგზოტიკური სამყაროს ყველაზე კაშკაშა ქალებს - შეიხთა ცოლებს, რომელთა ცხოვრებას მთელი სამყაროს ქალები შენატრიან.
მისი უდიდებულესობა ხაი ბინტ ჰესეინ ალ მაკტუმი.


იორდანიის პრინცესა და დუბაის მმართველის მეორე ცოლი. ის იორდანიის მეფის ქალიშვილია, დედამისი მეფე ჰუსეინის მესამე ცოლი იყო. ის 39 წლისაა. განათლება ოქსფორდის უნიუვერსიტეტში მიიღო. 2004 წელს დუბაის მმართველს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს.
შეიხა ხაია საქველმოქმედო სამიანობას ეწევა, კერძოდ კი იორდანიაში შიმშილობას ებრძვის. გატაცებულია საცხენოსნო სპორტით. მისი ფოტოები მასმედიით სწორედ დოღზე დასწრების დროს ვრცელდება.
საუდის

საუდის არაბეთი ყველზე დახურული და რელიგიური სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ დედოფლის შესახებ ბოოგრაფიული ცნობები თითქმის არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფატიმა დედოფლად 2012 წელს გამოაცხადეს. მისი ფოტოებიც პრესაში მაშინ გავრცელდა.
მოსა ბინტ ნასერ ალ მისნედი ყატარის ემირის მესამე ცოლია და 55 წლისაა.

ის ყატარში დაიბადა და ეგვიპტეში გაიზარდა. 18 წლისა მშობლებმა კვლავ ყატარში დაადბრუნეს, რათა სარფიანად გათხოვილიყო. მას 5 ვაჟი და 2 ქალიშვილიო ჰყავს. შეიხა მოსა ერთადერთი ქალია ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ქველმოქმედების ხაზით ქვეყნის პარლამენტში საქმიანობს. ის ჟურნალმა ფორბსმა 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელა. ის არა მარტო ჭკვიანი და ძლიერი, არამედ ულამაზესი და ელეგანტური ქალია.
იორდანიის დედოფალი რანია ალ აბდულა 38 წლისაა.

ის ქუვეითში, პალესტინურ ოჯახში დაიბადა. დაამთავრა კაიროში არსებული ამერიკული უნივერსიტეტი. ბანკსა და კომპანია Apple-ის იორდანიის ფილიალებში მუშაობის სტაჟიც აქვს.
მომავალიქმარი ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო. წყვილს 4 შვილი ჰყავს. მეფე აბდულამ ის დედოფლად 1999 წლის მარტში გამოაცხადა. ამ ცერემონიის გარეშე ის დედამთილის მსგავსად მხოლოდ პრინცესად დარჩებოდა. დედოფალი რანია ახლო აღმოსავლეთში ძალიან ცნობილი ქალია. დაკავებულია ქველმოქმედებით და ღარიბთა განათლების პრობლემით. 2011 წელს ჟურნალმა ჰარპერ ბაზარმა ის ყველაზე ლამაზ პირველ დედად დაასახელა.
საბიკა ბინტ იბრაჰიმ ალ ხალიფა ბაჰრეინის პრინცესაა.

იგი ბაჰრეინის მეფის პირველი ცოლი და მემკვიდრის დედაა. ამავე დროს სამეფო ოჯახს ენათესავება კიდეც. წყვილს 4 შვილი ყყავს. საბიკა უმაღლეს საბჭოში ქალების საკითხებს განაგებს და მათი პირველი დამცველია ბაჰრეინში. მას კარგად ესმის ისლამურ სახელმწიფოში ქალის ხვედრი და თავგამოდებით იცავს მათ.
მაროკოს პრინცესა ლალა სალმა მეფე მოჰამედ მეექვსის პირველი ცოლია.

ის მაროკოში დაიბადა. განათლებით სისტემური ინჟინერია. წყვილს 2 შვილი ჰყავს. თავის ”კოლეგებისგან” განსხვავებით, სალმა ქვეყნის სოციალურ სფეროში დიდად არ აქტიურობს. თუმცა კიბოს წინააღმდეგ მოძრაობაში აქტიურადაა ჩართული.