"თავს არ ვუვლიდი, ვფიქრობდი, რომ ეს მაინც ვერ დამეხმარებოდა გალამაზებაში..." სულ რამდენიმე თვეში, 158-კილოგრამიანმა ქალმა ამ წონის ნახევარი დაიკლო. ახლა ბრიტანელი ნატალი კინგი 47 წლისაა. ექვსი შვილი ჰყავს - უფროსი 28 წლისაა, უმცროსი - 6-ის. არც ისე დიდი ხნის წინ დღეში 6 ცალ დონატსს მიირთმევდა, რამდენიმე შოკოლადს და უამრავ შემწვარ ქათმის ფრთას სწრაფი კვების ობიექტიდან. ამას ემატებოდა საკმაოდ დიდი ოდენობით ჩინური მაკარონი.
"არ ვიღებებოდი წლებით, ჩემი თმა ბინძურ ჩალას ჰგავდა, - აღიარებს ქალი, რატომ? ასე მეჩვენებოდა, რომ კოსმეტიკა და ვარცხნილობა მაინც ვერ დამეხმარებოდა გალამაზებაში!"
მაგრამ ყველაზე საოცარი ის არის, რომ ქმარსაც უყვარდა ასეთი.
თუმცა ერთ დღესაც ნატალიმ საკუთარ თავს უთხრა: მორჩა! და გადალახა სპეციალური ფიტნეს-კლუბის ზღურბლი. ქმარი ამ წამოწყებაშიც აჰყვა. ვარჯიშის და დიეტის წყალობით მან წონის განახევრება მოახერხა, თავსაც მოუარა და მშვენიერი ქალი დადგა.
ახლა მისი დიეტა ასეთია: დილით ბუტერპბროდი კვერცხითა და ბეკონით, საღამოს - ხორცი ბოსტნეულით. დღისით ხილს მიირთმევს. ახლა 79 კილოგრამს იწონის და კიდევ აპირებს დაკლებას.