18 წლის გმირი, რომელმაც დღეს თანატოლი დახრჩობას გადაარჩინა (ექსკლუზივი)
18 წლის გმირი, რომელმაც დღეს თანატოლი დახრჩობას გადაარჩინა (ექსკლუზივი)
დღეს შუადღის 3 საათზე ახმეტის რაიონში, მდინატე ილტოზე, ე.წ. საგუბარზე, წყალსაცავში ახალგაზრდა ბიჭი (17-18 წლის) წყლის მორევმა წყალსაცავის შენობის ქვეშ შეითრია. პანიკაში ჩავარდნილი ხალხი ვერ ბედავდა აზვირთებულ ტალღებში შესვლას. წყალი უფრო და უფრო ღრმად ითრევდა მამაკაცს და მისი გადარჩენა შეუძლებელი ხდებოდა. უცნობმა მამაკაცმა ითავა წყლის მორევში შესვლა, იქ მყოფი ბიჭების დახმარებით ჯაჭვი შეკრა და რამდენიმეწუთიანი მცდელობის შემდეგ დაზარალებული შენობის მეორე მხარეს გამორიყა წყალმა. საბედნიეროდ, მისი გადარჩენა მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად
გაჩნდა პატრული და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება...
შემთხვევის ადგილიდან მალევე მაგრამ გუაჩინარდა მთავარი მოქმედი პირი, რომლის სხარტი გადაწყვეტილების შედეგად მოხერხდა დაზარალებულის გადარჩენა. თუმცა ძიების შემდეგ მას მივაგენით. იგი 18 წლის აბიტურიენტი, თბილისში მცხოვრები გიორგი გოგოლაური აღმოჩნდა, რომელიც მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა ახმეტის რაიონში და ამ ფაქტს შემთხვევით შეესწრო.
მერი ბლიაძე

73323
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (93)
მალვინა
0
იხაროს შენმა გამზრდელმა შვილო, შენისთანა გულმოწყალე და მამაცი შვილის გაზრდისთვის! იმრავლოს შენნაირმა შვილებმა საქართველოში! გ ა ი ხ ა რ ე დედაშვილობის მადლით! ❤
13:11 / 08-02-2018
ნატალია
0
გაიხარე შვილო და გაიხაროს შენმა ოჯახმა,გფარავდეთ უფალი!
13:25 / 06-02-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი