პლაჟზე დასვენება ჯანმრთელი გოგონას გარდაცვალებით დასრულდა, ერთი შეხედვით უბრალო სასმელის გამო
პლაჟზე დასვენება ჯანმრთელი გოგონას გარდაცვალებით დასრულდა, ერთი შეხედვით უბრალო სასმელის გამო
ზაფხულში მექსიკაში ზღვის სანაპიროზე უქმეების გასატარებლად, ლანა მშობლებთან ერთად გაემგზავრა. უეცრად გოგონა ცუდად გახდა - გულის შეტევა დაემართა, რამაც მომენტალური სიკვდილი გამოიწვია.
ოჯახი გაანადგურა ამ მოულოდნელმა ტრაგედიამ. გარდა იმისა, რომ დანაკარგს გლოვობდნენ, მისი სიკვდილი ნამდვილ გამოცანადაც იქცა ოჯახის წევრებისათვის - ჯანმრთელი, საღსალამათი გოგონა უცებ გამოეცალათ ხელიდან.
მოგვიანებით, ექიმებმა საკუთარი ვარაუდები გამოთქვეს. მათი აზრით, სიკვდილის მიზეზი გაუწყლოება გახდა. როგორც აღმოჩნდა, ლანა მთელი დღე წყლის მაგივრად ენერგეტიკულ სასმელებს სვამდა. გოგონას სისხლის ანალიზი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა - კოფეინისა და შაქრის რაოდენობა ნორმაზე ბევრად მაღალი
იყო.
სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ლეტალური შედეგით დასრულდა. ენერგეტიკული სასმელები ხომ დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს. მათი ზედმეტი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით სიცხეში, არაფრით არ შეიძლება - ის წყლისგან ცლის ორგანიზმს და ასეთ სავალალო შედეგებს იწვევს.
დალიეთ ბევრი წყალი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, დანარჩენი სასმელები კი ზომიერად მიიღეთ.

37601
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
liles
0
მართალი ხარ სუფთა წყალი ყველას ჯობს;)
19:27 / 08-08-2016
ლილე
0
და ბოჯომი გაზიანი სასმელია,გაზიანი სასმელიც არ არის სასურველი. სასურველია მხოლოდ სუფთა წყალი,სუფთა წყალი!!!რა არის აქ გაურკვეველი???
14:04 / 08-08-2016
მსგავსი სიახლეები