არასოდეს ვყოფილვარ მორწმუნე, მაგრამ ამ შემთხვევაში ღმერთი ნამდვილად ჩაერია ჩვენს ცხოვრებაში... რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი, ვიდრე ოჯახში პატარას მოლოდინი. ნიკსა და ბრუკლინს ოჯახი მოუთმენლად ელოდა პატარას დაბადებას.
თუმცა ერთ-ერთ ექოსკოპიურ კვლევაზე მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვს ჰიდროცეფალია ჰქონდა. ბრუკლინი მაშინვე წაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმები უკვე აღარ უზომავდნენ ნაყოფს სითხის რაოდენობას თავში, რადგან მისი რაოდენობა აღემატებოდა ყველა დასაშვებ ზღვარს.
ექიმების 90% პროგნოზირებდა ბავშვის დაბადებისთანავე სიკვდილს და თუ გადარჩებოდა, მისი ცხოვრება არ იქნებოდა სრულფასოვანი...
დადგა საკეისრო კვეთის დრო. თუმცა ყველას გასაკვირად, ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა:
"მისი პირველი ტირილი ყველაზე შესანიშნავი ხმა იყო ამქვეყნად. ბავშვი დაიბადა პრაქტიკულად ჯანმრთელი. მისი ტვინი თვითონ გათავისუფლდა ზედმეტი სითხისაგან.
ბოლო დღეებში ხშირად მესმოდა ექიმების მხრიდან სიტყვა: "სასწაული". არასოდეს ვყოფილვარ მორწმუნე, მაგრამ ამ შემთხვევაში ღმერთი ნამდვილად ჩაერია ჩვენს ცხოვრებაში. დიდი მადლობა ყველას, ვინც ილოცა ჩვენი პატარასთვის და გვერდში დაუდგა ჩვენს ოჯახს", - წერს ნიკი თავის ფეისბუქ გვერდზე. ჯანმრთელობა ვუსურვოთ პატარა ჩარლის.