ვინ გადაარჩინა ოჯახი, რომელიც საცურაო ლეიბით ზღვამ გაიტაცა
ვინ გადაარჩინა ოჯახი, რომელიც საცურაო ლეიბით ზღვამ გაიტაცა
33 წლის ცურვის ინსტრუქტორმა ვლადისლავ სმირნოვმა დედა, მამა და პატარა ბავშვი გადაარჩინა დახრჩობას. ვლადისლავი შვილთან ერთდ ზღვის სანაპიროზე მზეს ეფიცხებოდა. უცებ გაიგონა ყვირილის ხმა და დაინახა, 2 მამაკაცი როგორ გადაეშვა საშველად ზღვაში.

ცურვის მასწავლებელმა შორს დაინახა გასაბერი ლეიბი. კაცები, რომლებიც პირველები გადაეშვნენ წყალში საშველად, მალევე დაიღალნენ და უკან დაბრუნდნენ. ლეიბი კი უკვე წერტილივით მოჩანდა. ვლადისლავმა დაავლო ხელი სათვალეს და ჩაყვინთა. მიცურავდა ზურგზე, რათა ორიენტირება მოეხდინა ნაპირთან. მალევე მიხვდა, რომ ძალიან შორს იყო ნაპირიდან და იგრძნო, როგორ ეცლებოდა ძალა. ნაპირზე დაბრუნების
აზრმა გაუელვა თავში.

"რაღაცა ძალამ მიბიძგა გზის გაგრძელება და რამდენიმე წუთში მართლაც აღმოვჩნდი მათთან. ლეიბზე იწვნენ დედა და 7 წლის ბიჭი. მამა კი წყალში იყო და ცდილობდა ცოლ-შვილის უკან გამოყვანას, მაგრამ ვერ ახერხებდა. ამდენი შიში თვალებში ადრე არ მინახავს. ვთხოვე ხელი არ შეეშალათ ჩემთვის, ხელი ჩავკიდე ლეიბს და დავიწყე ცურვა ნაპირისკენ", - იხსენებს ვლადისლავი.

უკანა გზაზე შევძელი მამის ლეიბზე აყვანაც, რომელსაც მაშველის ჟილეტი ეცვა. ნაპირამდე 1 კილომეტრში მაშველებიც გამოჩნდნენ: მათ გადაიყვანეს დედა და შვილი, ხოლო მამა მე გამოვიყვანე", - იხსენებს ვლადი. აღმოჩნდა, რომ დედა- შვილმა არ იცოდა ცურვა, დაწვნენ გასაბერ ლეიბზე. ქარმა კი ისინი ღია ზღვაში გაიყვანა. მამა ამ დროს მანქანიდან რაღაცას იღებდა და როდესაც
დაბრუნდა, ცოლ-შვილი უკვე შორს იყო ნაპირიდან...

მორალი მარტივია: ყოველთვის არ აღმოჩნდება გვერდში ადამიანი, რომელიც გარისკავს საკუთარი სიცოცხლით. "გაუფრთხილდით ახლობლებს და არ ჩაიდინოთ გაუაზრებელი ქმედებები", - ამბობს ვლადისლავი.
6664
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი