ნინო ცქიტიშვილს მეოთხე შვილი შეეძინა
ნინო ცქიტიშვილს მეოთხე შვილი შეეძინა
ნინო ცქიტიშვილი, ყოფილი მოდელი და სამოდელო სააგენტო „ლუქ მოდელსის“ ხელმძღვანელი, მეოთხე შვილის დედა გახდა. ნინოს მეუღლე ყოფილი კალათბურთელი და შემდეგ უკვე პოლიტიკოსი, ვატო ნაცვლიშვილი გახლავთ. ნინოს და ვატოს თბილისში ერთ-ერთ ლამაზ წყვილად აღიარებენ.
ოჯახს გუშინ ანდრია ნაცვლიშვილი შეემატა. ამ სასიამოვნო ახალი ამბის შესახებ ნინოს და ვატოს უფროსმა შვილმა, თაკომ სტატუსი დაწერა და საზოგადოებას ახალი წევრის დაბადება აუწყა. თაკოს ჩვენგან დიდი წარდგენა არ სჭირდება, მოდელი თავისი სილმაზით არა მარტო საქართველოში, უკვე
მსოფლიოშია ცნობილი. წამყვანი მოდის სახლები სწორედ რომ თაკოს ანდობენ მათ მიერ შექმნილი კოლექციის მაყურებლამდე მიტანას.
mshoblebi
ნინოს და ვატოს თაკოს გარდა 11 წლის გუგა და 9 წლის ანა ჰყავთ.. როგორც ნინო ინტერვიუებში ამბობდა, მეოთხე შვილის გაჩენა არ დაუგეგმავს, მოულოდენლად მოხდა ეს ყველაფერი.. როცა ორსულობის შესახებ შეიტყო და ოჯახის წევრებს სასაიამოვნო სიახლე ამცნო, განსაკუთრებული სიხარულით თაკო შეხვდა ამ ამბავს, ამ ხნის განმავლობაში დიდი გულისყურით ელოდებოდა პატარას ამ ქვეყნად მოვლენას და ალბათ მომავალში მზრუნველბასაც არ მოაკლებს.
“MSHOBLEBI.GE” ულოცავს ოჯახს პატარა ანდრია ნაცვლიშვილის დაბადებას.
თეკლა ჟვანია


8771
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნანა
0
ძალიან სასიამოვნო ახალი ამბავია, გამიხარდა.უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს შვილებს და სრულიად საქართველოს. ანდრიას კი დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელად ცხოვრებას ვუსურვებ გაბრწყინებულ საქართველოში.
17:05 / 16-08-2016
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?