მოდელ თაკო ნაცვლიშვილს პატარა ძამიკო შეეძინა ნინო ცქიტიშვილი, ყოფილი მოდელი და სამოდელო სააგენტო „ლუქ მოდელსის“ ხელმძღვანელი, მეოთხე შვილის დედა გახდა. ნინოს მეუღლე ყოფილი კალათბურთელი და შემდეგ უკვე პოლიტიკოსი, ვატო ნაცვლიშვილი გახლავთ. ნინოს და ვატოს თბილისში ერთ-ერთ ლამაზ წყვილად აღიარებენ.
ოჯახს გუშინ ანდრია ნაცვლიშვილი შეემატა. ამ სასიამოვნო ახალი ამბის შესახებ ნინოს და ვატოს უფროსმა შვილმა, თაკომ სტატუსი დაწერა და საზოგადოებას ახალი წევრის დაბადება აუწყა. თაკოს ჩვენგან დიდი წარდგენა არ სჭირდება, მოდელი თავისი სილმაზით არა მარტო საქართველოში, უკვე მსოფლიოშია ცნობილი. წამყვანი მოდის სახლები სწორედ რომ თაკოს ანდობენ მათ მიერ შექმნილი კოლექციის მაყურებლამდე მიტანას.
ნინოს და ვატოს თაკოს გარდა 11 წლის გუგა და 9 წლის ანა ჰყავთ.. როგორც ნინო ინტერვიუებში ამბობდა, მეოთხე შვილის გაჩენა არ დაუგეგმავს, მოულოდენლად მოხდა ეს ყველაფერი.. როცა ორსულობის შესახებ შეიტყო და ოჯახის წევრებს სასაიამოვნო სიახლე ამცნო, განსაკუთრებული სიხარულით თაკო შეხვდა ამ ამბავს, ამ ხნის განმავლობაში დიდი გულისყურით ელოდებოდა პატარას ამ ქვეყნად მოვლენას და ალბათ მომავალში მზრუნველბასაც არ მოაკლებს.
“MSHOBLEBI.GE” ულოცავს ოჯახს პატარა ანდრია ნაცვლიშვილის დაბადებას.
თეკლა ჟვანია