ეს წესები მსოფლიომ აიტაცა! უოლ-სტრიტის ბროკერმა ჯონ გებრიელმა 30 თვეში 100 კილოგრამი დიეტების გარეშე დაიკლო. ახლა ის სხვებს უზიარებს თავის გამოცდილებას და ასწავლის, რომ პირველ რიგში წესრიგი თეფშებში კი არა, თავში უნდა დაამყაროთ.
მაშ ასე, ჯოს წესები:
1. წესი პირველი - დიეტებს უარი ვუთხარი. უბრალოდ გავერკვიე კვებაში. აღმოჩნდა, რომ მთელი ცხოვრება მაკლდა ომეგა-3, მაღალხარისხიანი ცილები, ვიტამინები. არადა, არც ერთ დიეტაში ეს არ იყო გათვალისწინებული, რაც დიდი შეცდომაა. რაციონი ისე შევცვალე, რომ ჩემთვის საჭირო ყველა ნივთიერება მიმეღო. ამის მერე თავისდაუნებურად გაქრა ჩიფსებისა და კანფეტების სურვილი. უბრალოდ აღარ მინდოდა.
2. წესი მეორე – ვუმკურნალე ნაწლავებს.ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი სწორი ნაწლავი. ადამიანები რეგულარულად იღებენ ზედმეტ საკვებს, რადგან მათი ნაწლავი ვერ ახერხებს ეფექტურად გამოიტანოს საკვებიდან აუცილებელი ნივთიერებები. და პანიკაში ჩავარდნილი სხეული ცხიმს იმარაგებს. საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები ანთებებს იწვევს, რაც ჰორმონალურ ფონზე მოქმედებს. უფრო ხშირად მიირთვით პრობიოტიკები – კეფირი, იოგურტი და პროდუქტები, რომლებიც საკვების მონელებას უწყობს ხელს.
3. წესი მესამე - გადავხედე ძილის რეჟიმს. ძილი აუცილებლად მოწესრიგებული უნდა იყოს. ადრე უნდა დაწვეთ და ადრე ადგეთ. ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა მიზეზია იმისა, რომ წონას კრეფთ. მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონებია. უძილობა ჰორმონალურ ფონს ცვლის, რის გამოც გამუდმებული მოთხოვნილება გაქვთ ტკბილეულსა და ცხიმზე. იხილეთ გაგრძელება