სირიაში ომის დაწყებიდან დღემდე 15 ათასზე მეტი ბავშვია დაღუპული ეს ომრან დაქნეშია - 5 წლის ბიჭუნა სირიიდან. ბევრი თანატოლისგან განსხვავებით გაუმართლა - ალეპოში საჰაერო დარტყმას სასწაულებრივად გადაურჩა.
პატარას ფოტო, სადაც ის ჭუჭყსა და სისხლშია მოსვრილი, სოციალური მედიისა და წამყვანი მედიასაშუალებების მთავარ ამბად იქცა. ფოტოზე ომრანი სასწრაფო დახმარების მანქანის სავარძელში ზის.
მედიკოსებმა ბიჭუნა დაბომბილი შენობის ნანგრევებიდან შოკურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. გაშეშებული სახით, უძრავად მჯდარი ბავშვი ფოტოზე სასწრაფოს ექიმმა აღბეჭდა და Telegraph-ის ჟურნალისტს რაფ სანჩესს გადაუგზავნა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო