მილიარდერის ქორწილში სტუმრებს რობოტები ართობდნენ (+ფოტოები) მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში ცნობილმა რუსმა მილიარდერმა და სპორტსმენმა, შესაშურმა სასიძომ ლეონიდ კაზინეცმა იქორწინა. მისი რჩეული მისივე ხელქვეითი აღმოჩნდა მოსკოვის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტიდან, გოგონა სასიძოს დიდი ხანია მოსწონდა. მილიარდერის რჩეული წარმოშობით ქართველი იულია ხასიაა. იულია მოსკოვშია დაბადებული და გაზრდილი, რუსი დედა და ქართველი მამა ჰყავს.
ქორწილი შედარებით მოკრძალებული იყო, მილიარდერების კვალობაზე – ესეც პატარძლის მოთხოვნა ყოფილა. 120 სტუმრის გართობაზე ჩვეულებრივი რობოტები და მოსკოვში მოღვაწე ქართველი არტისტები ზრუნავდნენ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები