ქართველი თაღლითები "გამოიჭირეს" ძალიან ბევრი ყიდულობს ყავას, რომელიც წინასწარ დაფქული და დაფასოებულია. ალბათ მისთვის საეჭვო გემოც შეგინიშნავთ - არც არის გასაკვირი. ახლახან შს სამინისტრომ ქართველი მწარმოებლები დააკავა, რომლებიც ყავას სხვა ფხვნილს ურევდნენ, რომ წონასა და მოცულობაში გაეზარდათ. გამოძიებით დადგენილია, რომ შპს "რიჩი"-ს ხელძღვანელები, ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, ყავის მარცვლის დაფქვის შედეგად მიღებულ მასას ამავე ქარხანაში დაფქვილი ბარდის ფხვნილს ურევდნენ. აფასოებდენ 100 გრამიან, 500 გრამიან და სხვა, უფრო დიდი ზომის პოლიეთილენის ქილებში და მათ რეალიზაციას მოტყუებით, თითქოსდა მათი წარმოებული პროდუქტი იყო 100%-ით ნატურალური ყავა, ახდენდნენ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით, სხვადასხვა მაღაზიებში.
მართალია, ამიოს ჩამდენნი დააკავეს, მაგრამ დიდი შანსია, რომ იგივე მეთოდს კიდევ ბევრი მწარმოებელი იყენებს, ვინც ჯერ არ "გამოუჭერიათ". ამიტომ ჯობია თქვენს თვაწინ დააფქვევინოთ ან უფრო სანდო ბრენდების ყავა შეიძინოთ იხილეთ ვიდეო