წინასწარი დასკვნა ასეთია: კლინიკები სახელმწიფო დაზღვევით სარფიანად სარგებლობენ ან დიაგნოზის დასმა უჭირთ ძნელია შეაფასო ეს ისტორია, მას მართლაც სჭირდება საქმეში სპეციალისტების ჩარევა. იმედი გვაქვს, ჯანდაცვის სამინისტრო ინტერესს გამოიჩენს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. წინასწარი დასკვნა ასეთია: კლინიკები სახელმწიფო დაზღვევით სარფიანად სარგებლობენ ან სხვა სერიოზული პრობლემებია – დიაგნოზის დასმა უჭირთ.
ამჯერად სერიოზულ სკანდალში ჟვანიას კლინიკა გაეხვია. მშობელს აქვს იმის მტკიცებულებები, რომ ბავშვს თითქმის სასიკვდილო დიაგნოზი შეცდომით დაუსვეს. რატომ? კლინიკა პასუხს არ იძლევა. ან პაციენტის დატოვების სურვილი ჰქონდათ და ამ დიაგნოზით დაზღვევას უფრო მეტ თანხას „გამოსტაცებდნენ“, ანდა მართლაც უჭირთ დიაგნოზის დასმა და მაშინ ეს მცირეწლოვანი ბავშვი გადარჩენილია.
ბავშვის დედა თავად დაუკავშირდა „პრაიმტაიმს“ და საკუთარი ისტორია მოუყვა.
მარიკო წიქორიძე:
- ის, რაც ჟვანიას კლინიკაში ხდება, იმდენად დიდი პრობლემაა, რომ ჩემს შვილსაც შეეხო. მოკლედ, შაბათს ბავშვს დაემართა სუნთქვის უკმარისობა, ძილში ვერ სუნთქავდა და გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. სასწრაფო დახმარების ექიმმა მითხრა, რომ ბავშვს აქვს ცრუ კრუპის ნიშნები და წაგვიყვანეს ჟვანიას კლინიკაში. თავიდანვე ვუთხარი, რომ ციციშვილის კლინიკაში წავეყვანეთ, რადგან ბავშვი ყოველთვის, თუ რამე ასტკივდება, ამ კლინიკაში დაგვყავს. მიუხედავად ჩემი დაჟინებული მოთხოვნისა, სასწრაფოს ექიმებმა უარი მითხრეს. მიზეზად კლინიკაში თავისუფალი ადგილების არარსებობა დაასახელეს და მაინც ჟვანიას კლინიკაში წაგვიყვანეს.
როდესაც კლინიკაში მივედით, ბავშვს ინჰალაცია გაუკეთეს. ინჰალაციის ორჯერ გაკეთების შემდეგ უკვე კარგად იყო, აღარ ახველებდა, სუნთქვაც გამოუსწორდა. მესამე ინჰალაცია რომ გაუკეთეს, შევატყვე, რომ ბავშვს ფერი დაკარგა, ტუჩები გაუთეთრდა და მორიგე ექთანს, მედიკო გელაშვილს ვკითხე, რატომ დაკარგა ბავშვმა ფერი-მეთქი. მან მიპასუხა, შეიძლება ჰორმონები რომ გავუკეთეთ, იმის ბრალიაო.
მისვლიდან ცოტა ხანში ბავშვს სისხლის ანალიზი გაუკეთეს, რომლის პასუხებიც იყო დილით, თუმცა, იმის მერე კიდევ სამჯერ გაუკეთდა ინჰალაცია.
როდესაც ბავშვი გამოკეთდა და სახლში წამოსვლას ვაპირებდით, ექიმმა თავი გაიგიჟა, ახლა მომიტანეს თქვენი ანალიზის პასუხები და საშინელი შედეგებიაო. ანალიზის პასუხების საფუძველზე ბავშვს აქვს ან სრული ანემია, ან, როგორც მინიმუმ, სისხლის გათეთრება.
შესაბამისად, გავგიჟდი, გადავირიე, როგორ შეიძლება, ბავშვს ჰქონდეს ასეთი ანალიზები. ექთანმა წასვლაზე უარი გვითხრა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელწერილი უნდა დაგვეწერა. თუ კლინიკაში დავრჩებოდით, ბავშვი სასწრაფოდ რეანიმაციაში უნდა დაგვეწვინა. როგორც თვითონ აღნიშნეს, საკმაოდ მძიმედ იყო. ასეთი ანალიზები დიდი ხანი არ ენახათ.
ღამის ორ საათზე შესულებს, დილის 6 საათზე გვეუბნებიან, რომ ცუდი ანალიზებია და რეანიმაციაში უნდა დააწვინონ ბავშვი. როგორც მითხრეს, ვისაც კი 40-დან 48-მდე აქვს ჰემოგლობინი, იმათ რეანიმაციაში აწვენენ. შესაბამისად, ვერ გაგვიშვებდნენ, სანამ ჰემატოლოგიც არ მოვიდოდა… ეს ჰემატოლოგი იყო ვიღაც მარინა კვეზერელი, რომელიც, ვერ გაიგო მორიგე ექიმმა, მუშაობდა, შვებულებაში იყო, სახლში იყო თუ საერთოდ სად იყო.
3 საათი ველოდებოდით ამ ქალთან დაკავშირებას. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ვერ დაუკავშირდნენ, იმიტომ რომ, როცა ამ ანალიზების პასუხს ეტყოდნენ, ღმერთმა იცის, რას გააკეთებდა.
როცა ბავშვმა გამოიღვიძა, ექთანს ვუთხარი, რომ არ მჯეროდა ამ ანალიზის პასუხების, წავიდოდი და სხვაგან გავაკეთებდი, თუ არა და განმეორებითი ანალიზის გაკეთება მოვითხოვე. ანალიზის ხელმეორედ ჩატარებაზე უარი მითხრეს, თითქოს ჩემს ფინანსებს უფრთხილდებოდნენ. როგორც გავიგე, 13 თუ 15 ლარი ღირდა. ამ ქალმა არ იკადრა, რომ მეორე სართულზე ავეყვანე და განმეორებითი ანალიზი გაეკეთებინა. თუმცა ახლა ვხვდები, რომ აზრი არ ჰქონდა.
12 საათზე მეუბნებიან, რომ საღამოს 12 საათამდეც შემეძლო ვყოფილიყავი, მაგრამ პრობლემას არც სახლში წასვლა წარმოადგენდა. ამაზე გავბრაზდი და ვუთხარი, ქალბატონო, წეღან რეანიმაციაში მგზავნიდი და ახლა შემიძლია, სახლში წავიდე-მეთქი?! მომეცით ჩემი ანალიზები, წავალ და სხვაგან გავიკეთებ და პასუხებს შევადარებ. ღმერთმა არ ქნას, რომ არ დაემთხვას, რაც მე ახლა გადავიტანე, იმას მერე თქვენ გადაიტანთ ერთ დღეში-მეთქი. განაგრძეთ კითხვა