”5 წლის ბავშვი ეზოში სასტიკად გამილახეს თანატოლებმა...” - დამაფიქრებელი ამბავი თბილისური ეზოდან
”5 წლის ბავშვი ეზოში სასტიკად გამილახეს თანატოლებმა...” - დამაფიქრებელი ამბავი თბილისური ეზოდან
ამ პოსტს, რომლის ავტორი დედისა და მისი შვილის ვინაობას, მათივე სურვილით არ ვაქვეყნებთ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. მართლაც დამაფიქრებელი ამბავია:

"გუშინ საღამოს ჩემი 5 წლის ბიჭი ეზოში გამილახეს ბავშვებმა. 5 ბაშვი სცემდა ერთს. სანამ ეზოში ჩავვარდი და გავიქეცი, უკვე მოესწროთ ტუჩის გახეთქვა, თავის ბორდიურზე დახეთქება, გვერდებში წიხლები და თვალებში სილა... საშინელ დღეში ჩავვარდი... ასეთი უმწეო მგომარეობა არ გამომეცადა აქამდე... 
სხვის შვილებს ხომ არ გავლახავდი... ისინიც ხომ ბავშვები არიან... ერთადერთი ის შევძელი, რომ ამეყვანა ჩემი შვილი ხელში და გულში მაგრად
ჩამეკრა... ერთად ვტიროდით... სახლში ამოვედით, ყინულები დავადე გახეთქილ ტუჩზე და დარტყმულ შუბლზე... გვერდები ისე ჰქონდა დაწითლებული, შეხედვა არ მინდოდა.... საშინელი ტკივილი მესობოდა გულში...
რამდენიმე წუთში კარებზე კაკუნი იყო. ბავშვების ყველა მშობელი ამოვიდა და ბავშვებიც ამოჰყვნენ ბოდიშის მოსახდელად. სანამ ისინი გვებოდიშებოდნენ, ჩემი ბიჭი სამზარეულოში გამეპარა. მაისურის უბე ხილით აივსო და თითოეულ ბავშვს ღიმილიანი თვალებით და ნაცემი თავ-პირით მიაწოდა...
თავი ვერ შევიკავე და ტირილი წამსკდა... აი, ასეთები არიან ბ ა ვ შ ვ ე ბ ი... უბოროტო კეთილები და მიმტევებლები.... ეს ჩემი ბიჭია... ჩემი სუნთქვა".

ასევე იხილეთ: რატომ ხდებიან ბავშვები დაუნდობლები
33477
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (34)
ნინა
0
რაც შეეხება ამ მომენტს ვერ გეტყვით ალბად ერთმანეთზე ვაფარებდი ამ ბავშვებსაც და მშობლებსაც.სიცოცხლესთან თამაში არ შეიძლება.
21:14 / 02-12-2017
ნინა
0
ჩემი თავი გამახსენდა დადედა. ყოველთვის მე მცემდა მნ არ ქონდა მართალი ვიყავი თუარა. ამის გამო გარკვეული წლები ჩავიკეტე 17წლამდე მეგობრები არ მყოლია მხოლოდ წიგნები. სკოლაშიც მხოლოდ ფორმალურად დავდიოდი ბიჭი მეგობარი დღესაც არ მყავს გარკვეულიკომპლექსი დამიტოვა ბოლო წელს აღმოვაჩინე რომ მყოლია გოგო კლასელებიცთითზე ჩამოსათვლელია ვისთანაც ვმეგობრომ და მათ გამომიყვანეს იმ ჩაკეტილი სივრციდან.ამიტ იმის თქმა მინდა რომ ბავშვს დაბადებიდან უნდა ასწავლო ცუდის და კარგის გარჩევა და სამართლიანობა და არა არ იჩხუბო ან იქ რომ არ ყოფილიყავი არაფერი მოხდებოდა ამ სიტყვას ვერ ვიტან დღემე. მშობელთა სკოლა უნდა გაიხსნას რომ თვიტონაც გასაზრდელები რა შვილს აღზდიან.მე გოგო ვარ და არ მჭირდებოდა იმდენი თავის დაცვა და ბიჭის ცხოვრება კიდევ უფრო მძიმეა.თუმცა ის ბავშვობის ტრამვა დღემდე მომყვება ნუ დაუტოვებთ თქვენ შვილებს სულიერტრამვებს..გაიზარდეთ და ისე გააჩინეთ შვილები.მამის როლიც დიდია მხოლოდ დედისთვის ამხელა ტვრთი ცოდოა
21:11 / 02-12-2017
მსგავსი სიახლეები