”ჩავთვალე, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე” - ვის ანდო უფროსი შვილი ხატია სიჭინავამ
”ჩავთვალე, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე” - ვის ანდო უფროსი შვილი ხატია სიჭინავამ
ხატია სიჭინავას ცხოვრებაში დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. მისმა უფროსმა შვილმა გაბრიელა ნოზაძემ საბავშვო ბაღიდან სკოლის მოსამზადებელ განყოფილებაში, ე.წ. პრესქულში გადაინაცვლა. ამ ფაქტს თავად ხატია ძალიან ემოციურად შეხვდა და ჯერ კიდევ გუშინ საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"ბავშვობაში, ექსკურსიაზე ან ზეიმის წინ, მთელი მონდომებით ვემზადებოდი. ვნერვიულობდი და განვიცდიდი. დილით ადრე მეღვიძებოდა და წუთებს ვითვლიდი... დღეს იგივე განცდები მაქვს, ჩემი პირველი შვილი ხვალ სკოლაში მიდის. მართალია, ჯერ მოსამზადებელზე ვართ, მაგრამ მისი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება და ჩემიც. მინდა სკოლის დამთავრების მერე ფეისბუქმა შემახსენოს
ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი დღის წინა ღამე. ყველას ბედნიერ დედობას და წარმატებულ შვილებს გისურვებთ, მეგობრებო!" – წერდა ხატია.
mshoblebi
დილით კი ოჯახური ფოტო გაგვიზიარა, სადაც ბავშვი ყვავილებით ხელდამშვენებულ დედ-მამას მიჰყავდა სკოლაში. რასაკვირველია, დავინტერესდით რომელ სკოლაზე შეჩერა ხატიამ არჩევანი, რას მოიცავს მოსამზადებელი ჯგუფი და დავუკავშირდით:

- ბავშვი მივიყვანე ერთ-ერთი ინგლისურ სკოლის მოსამზადებელ ჯგუფში, რომელსაც ყველაფერთან ერთად ბევრი საინტერესო წრე აქვს. სკოლა ჩემი სამსახურის მოპირდაპირე მხარეს არის, ვიცნობ დირექტორს, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ასევე გავეცანი ჩემი შვილის მასწავლებელს, გარემოს და ჩავთვალე, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. გაბრიელა 9 საათიდან 6 საათამდე მათთან იქნება. ბავშვსაც ძალიან მოეწონა.

- ინგლისური სკოლა
ნიშნავს იმას, რომ ყველა საგანს ინგლისურად გაივლის, თუ გაძლიერებულად ასწავლიან ამ საგანს?
- არა, გაძლიერებულად შეისწავლიან ინგლისურს, რუსულს და ფრანგულს.

- ანუ ესაა პრესქული და მომავალი წლიდან იქნება პირველ კლასში...
- კი, ასეა. იქნება პირველ კლასში და გვექნება ფორმები, რასაც მე მივესალმები.

- თუ პრობლემა არაა შენთვის, იქნებ გვითხრა, რა ღირს სკოლაში სწავლა... ინტრესედებიან ხოლმე ამით.
- წელიწადი 4 ათასი ლარი.

- და ეს მოიაზრებს კვებას, წრეებს, ტრანსპორტირებას, გაკვეთილებს, ბავშვის ყოფნას 6 საათამდე სკოლაში?
- მხოლოდ კვებას და გაკვეთილებს. წრეები დამატებითი თანხაა, არჩევანის მიხედვით. ტრანსპორტირებაც არ შედის - ჩემი მანქანა ემსახურება.

ციცი ომანიძე
13217
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
manana-sh
0
მეც მასე ვარ, არც ერთ წრეზე არ დამყავს, მაგრამ ეს ხომ ხატიას ბრალი არ არის? ღმერთმა თქვენს შვლებსაც, ხატიას შვილებსაც და საერთოდ ყველა ბავშვს ბედნიერი მომავალი მისცეს.
10:55 / 21-09-2016
tee
0
თუ არ გაინტერესებთ რატომ კითხულობთ??? ესეიგი გაინტერესებთ ხომ? გაეშვით ამ ადამიანს რა გინდათ??? თავისი ცხოვრება აქვს და ვინმეს რამეს უშავებს? ბედნიერია უყვარს მისი ოჯახი და გაუმარჯოს ღმერთმა!
20:29 / 20-09-2016
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი