რა აჩერებთ ქალებს ქმრისგან ნაცემი ცოლი საუბედუროდ, აღარავის უკვირს. სამაგიეროდ, ვერაფრით აგვიხსნია, რა აჩერებთ ქალებს მოძალადე ქმრების გვერდით.
განსაკუთრებით გასაკვირია ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც მორიგი ძალადობის, ცემის შემდეგ, ცოლი არათუ უჩივის ქმარს პოლიციაში, არამედ მეორე დღეს მეუღლესათან ერთად ბედნიერი სახით მისეირნობს. ასეთ დროს თავს იჩენს ათობით კითხვა, უმთავრესი კი გახლავთ შემდეგი, რა ემოცია აკავშირებს Qქალს მოძალადე ქმართან.
ფსიქოლოგების ახსნით, არსებობს სამი ემოცია, რომელიც ქალს ქმართან დარჩენას აიძულებს. თქვენ წარმოიდგინეთ, სიყვარული მათ რიცხვში არ შედის.
1.შიში
ძალადობა ხშირად ბადებს უმწეობის შეგრძნებას. ქალს თავი აბსოლუტურად დაუცველი გონია და ძალიან ხშირად ფიქრობს, რომ მოძალადე ქმარს ვერსად დაემალება, რომ გაშორება გამოსავალი სულაც არ არის და რომ დაშორებას შესაძლოა უარესი შედეგი მოყვეს.
2.დანაშაულის გრძნობა
ძალიან ხშირია ასევე შემთხვევები, როდესაც ქალი თვლის, რომ დამნაშავე ყველაფერში თავადაა. თუ მიატოვებს პარტნიორს, სინდისის ქენჯნა შეაწუხებს და მუდმივად საკუთარ თავს დაადანაშაულებს იმაში, თუ როგორ იტანჯება მისგან მიტოვებული მეორე ნახევარი ან პარტნიორი.
3. იმედი
იმედი არა მარტო იმის, რომ ქმარი აუცილებლად შეიცვლება და ძალადობის ფაქტი აღარ განმეორდება, არამედ იმედი იმისა, რომ თავადც შეიცვლება, გახდება უფრო კარგი და მორჩილი.
მოძალადისთვის ძალადობა თვითშეფასების აწევის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. ძალადობით ის თავის შინაგან პრობლემებს ანთხევს. ასეთი ადამიანები საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს სხვანაირად ვერ გამოხატავენ.
ერთი სიტყვით, მოძალადე და მსხვერპლი ერთმანეთზე დამოკიდებული ადამიანები არიან.
თავად ძალადობაც სამი ფაზისაგან შედგება
1.დაძაბულობა- ეს არის ფაზა, როდესაც მოძალადე ყვირის, უმტკიცებს პარტნიორს საკუთარ სიმართლეს, მსხვერპლი კი თავს იცავს და თავის გამართლებას ცდილობს.
2.ძალადობის ინციდენტი- ეს გახლავთ დაძაბულობის კულმინაცია, როდესაც თავს იჩენს აგრესია და თავად ძალადობა. Aამ ფაზას თან სდევს ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა, ბრალდება.
3.შერიგება- მოძალადე გრძნობს საკუთარ დანაშაულს და დებს პირობას, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება. AამYშემთხვევაში აგრესორი გულწრფელი არ არის, მას უბრალოდ აშინებს ამ ფაქტით გამოწვეული შედეგები, რადგან იცის, რომ ეს ქმედება ისჯება მოქმედი კანონმდებლობით. შესაძლოა მოძალადემ თავის გასასამართლებლად მსხვერპლიც კი დაადანაშაულოს და ყველაფერი მას გადააბრალოს.
4. თაფლობის თვე- ინციდენტი ამოწურულია, დამნაშავეს დანაშაული მიუტევეს. ამ ეტაპზე აგრესორი გამოირჩევა სინაზითა და ყურადღებით. წყვილის ურთიერთობა საწყის ეტაპს უბრუნდება იმ მომენტამდე, სანამ ციკლი ისევ არ განმეორდება.
უნდა აღინიშნოს, რომ მოძალადეთა უმრავლესობა განსაკუთრებით ეძალება თამბაქოსა და ალკოჰოლს, ან რაიმე სხვა, უფრო ძლიერმოქმედ საშუალებებს. . ეს საკუთარი არასრულფასოვნების ჩახშობის ერთ-ერთი საშუალებაა.
მსხვერპლს შეუძლია სცადოს აგრესორის გამოსწორება მისი თვითშეფასების აწევით, რაც საუბრებითაც არის შესაძლებელი, თუმცა საკმაოდ იშვიათად, წინააღმდეგ შემთხვევაში ვურჩევთ მიმართონ პოლიციას და დააღწიონ თავი მოძალადის აგრესიას.
გჯეროდეთ საკუთარი თავის, ირწმუნეთ, რომ თქვნ ხართ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, თქვენ შეძლებთ ყველაფერს და ყველაფერი კარგად იქნება. გახსოვდეთ, ცხოვრება მშვენიერია.