ბავშვი პატარა ლეკვის დახმარებით იპოვეს და გაოგნდნე... სავარაუდოდ, ბავშვი მაშინ გაიქცა ტყეში, როცა დედა სამუშაოზე იყო, ბებია კი მდინარეში თეთრეულს რეცხავდა. შემთხვევა რუსეთში, ციმბირის მხარეში მოხდა. ბიჭუნა ტყეში ძაღლსა და ორ ლეკვთან ერთად შევიდა და დაიკარგა. როგორც უფროსები ამბობენ, ძალიან აქტიური და ცელქი ბიჭუნაა, სავარაუდოდ, თამაშობდა და თავადაც ვერ შენიშნა, როგორ აღმოჩნდა ტაიგაში.
ბავშვს სამი დღე ეძებდნენ და ამ არეულობაში არც მიუქცევიათ ყურადღება, თუ რა მინიშნებებს აძლევდნენ უკან დაბრუნებული ძაღლები. პირველ დღეს უფროსი ძაღლი დაბრუნდა, რომელიც ოჯახში სამი წელია ცხოვრობს. როგორც მერე გააანალიზეს სოფლის მცხოვრებლებმა, ძაღლი იმისთვის დაბრუნდა, რომ ადამიანებისთვის დახმარება ეთხოვა, თუმცა მის ქცევას არავინ მიაქცია ყურადღება.
მერე მას პატარა ლეკვიც მიჰყვა და ბოლოს, მესამე დღეს ტყიდან მეორე ლეკვი დაბრუნდა. სწორედ მან მიიყვანა მაშველები დაკარგულ ბიჭთან.
ხალხი საგონებელშია ჩავარდნილი, როგორ გაძლო სამი წლის ბავშვმა მარტომ ტაიგაში, სადაც მგლები დაწანწალებენ. ახლა ბიჭუნა კლინიკაშია და გამოკვლევებს უტარებენ. მასთან ფსიქოლოგებიც მუშაობენ და ექიმები ამბობენ, რომ სტაბილური მდგომარეობაა. ბავშვს სტრესი აქვს და მალე გამოვა მდგომარეობიდან.