მარიამ როინიშვილი პოლიტიკურ სკანდალში მამის გამო გაეხვა - „მოვითხოვ: ნუ მისცემთ თავს უფლებას, ასე გამიმეტოთ“
მარიამ როინიშვილი პოლიტიკურ სკანდალში მამის გამო გაეხვა - „მოვითხოვ: ნუ მისცემთ თავს უფლებას, ასე გამიმეტოთ“
არჩევნების მოახლოების ფონზე ქვეყანაში სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება, სამწუხარო კი ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში ისეთი ადამიანები ზარალდებიან, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ პოლიტიკასთან, კრიტიკის ქარცეცეხლში ხვდებიან პოლიტიკოსების ოჯახის წევრებიც და ზოგჯერ დაუმსახურებლად ილანძღებიან კიდეც. სწორედ ამ თემას ეხმაურება მომღერალი მარიამ რიონიშვილი, რომელსაც მამის - გია როინიშვილის პოლიტიკური კუთვნილებისა და სიმპათიების გამომ, აშკარად გული ატკინეს, გთავაზობთ მარიამის პოსტს უცვლელად:

“90-იან წლებში დავიბადე! რაც თავი მახსოვს, საქართველოში სულ არის ერთმანეთის ზიზღი, დაპირისპირებები, მტრობა...
საბედნიეროდ, ოჯახში მასწავლიდნენ სიყვარულს, ურთიერთგატანას, გვერდში დგომას, სხვისი
წარმატებით წრფელად გახარებას, ჯანსაღი ტრადიციების პატივისცემას, მათ შორის დედაშვილობისა და მამაშვილობის განსაკუთრებულ თაყვანისცემას, რაც ძალიან მეხმარებოდაიმ ქაოსის სწორად აღქმას რაც უკვე დავწერე....
დღეს კი პირველად დავუსვი საკუთარ თავს კითხვა: ღირს კი ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც წამითაც არ დაფიქრდებიან, მცირედის გამო ისე გადაგთელავენ, არ დაგინდობენ, უკანასკნელი სიტყვებით გაგლანძღავენ, დაგთრგუნავენ......
მე დღეს "არჩევანში" სრულიად უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი.
ხმამაღლა ვაცხადებ და კარგად მინდა გაიგოთ (თუ აქამდე ვერ მიხვდნენ ამას), რომ არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და მით უმეტეს ვერავინ მნახავს რომელიმე მათგანის მხარდასაჭერ აქციაზე.
მე დღეს ერთი კონკრეტული ადამიანის გვერდში ვიდექი. ადამიანისა,
რომელსაც ღრმად მწამს, რომ წრფელად უყვარს თავისი ქვეყანა და სურს მისი წარმატებული მომავალი. ეს კაცი მამაჩემია და ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია მშობლის პატივისცემის განცდა, მინდა ყველამ საღად აღიქვას ჩემი დღევანდელი ნაბიჯი!
უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და აღარასოდეს გამოიმეტოთ ის შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომელიც ზოგიეთმა თქვენგანმა ასე უშურველად გამოიმეტა....
კიდევ ერთხელ გთხოვთ და ამჯერად უფრო კატეგორიულად მოვითხოვ: ნუ მისცემთ თავს უფლებას, ასე გამიმეტოთ და ჩემი ადამიანური ნაბიჯი პოლიტიკურად შერაცხოთ...
პატივისცემით, მარიამი”

რასაკვირველია, მარიამის განცხადებას დიდი გამოხმეუარება მოჰყვა, ერთ-ერთი პირველი სწორედ გია როინიშვილი იყო:
„ყველა ნაძირალას ვურჩევ, თავი დაანებოს ჩემი ოჯახის წევრზე ფსიოლოგიურ ზეწოლას და სრულიად აპოლიტიკური ადამიანის შეურაცხყოფას!... ვიცი რა მიზანიც ამოძრავებს თითოეულ მათგანს!... ვერ მოესწრებით!... მე ჯერ ცოცხალი ვარ. და გირჩევთ თქვენი ბინძური ხერხები ჩემსკენ მომართოთ, ქვეშაფსიებო!”........ ჩემს გამო განერვიულებენ მა:) მაპატიე!.... მაგათ მეტის ტრ......ი არ აქვთ!"

ასევე იხილეთ: მარიამ როინიშვილი დედის დასაცავად საგანგებო განცხადებას ავრცელებს - ''რამ გადაგრიათ ადამიანებო!''


გულდაწყვეტილია მარიამის დედაც, თამრიკო ჭოხონელიძეც:
„თქვენ კიდევ არ იცით, როგორ გაანადგურეს მარიამი უსამართლო ლანძღვით! ამას ნამდვილად არ იმსახურებდა! ესენი ვინმეზე ნაკლები არიან არააადამიანურობით?! ისე ვიმეტებთ ერთმანეთს.... ვინ მისცა ამათ ამის უფლება?! ეს რა არის, ხალხო, გაგიჟდით? მე ვამაყობ რომ არც მარიამს და არც მის ძმას ღირსება არ დაუკარგავთ და ასეთივე ღირსეულ ტრადიციას - რასაც მშობლის პატივისცემა ჰქვია - ასე უფრთხილდებიან!!! გონს მოეგეთ!!!!“
თეკლა ჟვანია

34677
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (23)
avadmyofebs
0
მარიამ დაიკიდე რა ეს ავადმყოფი გაუნათლებელი ხიხო ხალხი
11:04 / 22-10-2016
მანი
0
როგორ შემეცვალა წარმოდგენა. უფრო ჭკვიანი მეგონა.
00:58 / 07-10-2016
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?