გოგონა, რომელიც მშობლებმა გადაარჩინეს - დამაფიქრებელი ამბავი ეს გოგონა ჰანა კესტლერია. 22 წლისაა და წარმატებული ბლოგერია, რომლის ექაუნთზე ასი ათასზე მეტი ხელმომწერია. თუმცა მისი პოპულარობისა არავის არ შეშურდება, რადგან ამას წინ უძღოდა სიკვდილთან მძიმე ბრძოლა. ოთხი წლის წინ ჰანა კინაღამ ანორექსიას ემსხვერპლა.
ბევრი გოგონა შეგნებულად იკლავს თავს დიეტებით, რომ “სილამაზის ეტალონს” დაემსგავსოს და ხშირად სწორედ ასეთ მდგომარეობამდე მიდიან. გარდა დიეტებისა, გოგონას თქმით, მის ცხოვრებას მუდმივი სტრესი ახლდა თან. მისი მშობლები სამსახურის გამო ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს და მთელ მსოფლიოს უვლიდნენ.
ჰანა დაიბადა ავსტრიაში, მერე ცხოვრობდა ამერიკაში, ჩინეთში, კორეაში, იაპონიაში. ვერ ასწრებდა ადამიანებთან დამეგობრებას და ისევ უწევდა მათთან დაშორება. ვერც კვებას აკონტროლებდა და 17 წლის იყო, როცა იაპონიაში ცხოვრობდა და თანდათან წონის დაკარგვა დაიწყო. 64 კილოგრამიდან 53 კილოზე ჩამოვიდა, 180-სანტიმეტრი სიმაღლით. ნელ-ნელა, მშობლების კონტროლით დაიბრუნა საკუთარი ნორმალური მდგომარეობა, თუმცა ცოტა ხანში მშობლები დაარწმუნა, რომ ავსტრიაში გაეშვათ, სადაც დამოუკიდებლად იცხოვრებდა.
სწორედ იქ დაიწყო ხელახლა დიეტები, კალორიების თვლა და საბოლოოდ 31 კილოგრამს იწონიდა. საავადმყოფოშიც მოხვდა შინაგანი ორგანოების დარღვევების გამო და შემდეგ ძალიან რთული გზა გაიარა წონის აღდგენამდე, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობამდე.
ახლა ყველას უყვება თავის ამბავს და სთხოვს, არ გაიმეორონ მისი შეცდომები.
ასევე იხილეთ: პატარა გოგონა, რომელსაც გასუქება არ უნდოდა - ცნობილი მოდელის ტრაგიკული ამბავი