ბიჭი, რომელიც სიბნელეში ხედავს - "კატისთვალებამ" მსოფლიო აალაპარაკა
ბიჭი, რომელიც სიბნელეში ხედავს - "კატისთვალებამ" მსოფლიო აალაპარაკა
ამ ბიჭზე ინფორმაცია ერთი წლის წინ გახმოვანდა. მაშინ მას "კატისთვალება" ბიჭი დაარქვეს. ახლახან გაჩნდა ვიდეო, სადაც ვიდეოს ავტორი ბიჭს ადამიან-ჰიბრიდს უწოდებს.

ჩინეთში დახუას პროვინციაში ცხოვრობს ბიჭი-კატა ნონგ იუჰუი, რომელსაც პატარაობიდანვე ცისფერი თვალები ჰქონდა, ჩინელი ბავშვისთვის შეუსაბამოდ. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მისი თვალები, ისევე როგორც კატის - სიბნელეში ანათებდნენ, დღის შუქზე კი ბიჭს არც ისე სიამოვნებდა ხოლმე გარეთ ყოფნა.
მამამ ბავშვი კლინიკაში წაიყვანა, სადაც მას ჩაუტარდა მრავალმხრივი გამოკვლევა. აღმოჩნდა, რომ ნონგს სრულ სიბნელეში შეუძლია წიგნის კითხვა. ექიმები ამას თანდაყოლილ პათოლოგიად
მიიჩნევენ, რასაც ლეიკოდერმი აეწოდება.

ამ დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა თვალის ბადურაში დამცავი პიგმენტის არარსებობა, რის დროსაც იზრდება მგრძნობელობა სინათლეზე. "ექიმებმა მითხრეს, რომ როგორც ჩინელების უმრავლესობას, დროთა განმავლობაში მასაც თვალები გაუშავდება. მაგრამ ასე არ მოხდა", - ამბობს ბავშვის მამა. იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: მეცნიერებმა ხელოვნური ბავშვი შექმნეს
5359
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი