“ერთ დღესაც გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ ბალიშზე ბღუჯა თმა იყო გაფენილი..." 13 წლის ბრიტანელ გოგონას 4 წლის წინ სრულიად გასცვივდა თმა, თუმცა მოახერხა, დეპრესიაში არ ჩავარდა და ისწავლა მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის.
მისი ამბავი მართლაც ამაღელვებელი და სამაგალითოა ბევრისთვის. კეიტლინ პეინი 2 წლის იყო, როცა მოულოდნელად თმის ცვენა დაეწყო. “ბანაობისას მშობლებმა შენიშნეს, რომ თმა გამითხელდა და ძალიან ბევრი მცვიოდა. ერთ კვირაში ექიმთან მიმიყვანეს და ალოპეცია (თმის ბუდობრივი ცვენა) დამიდგინეს, თუმცა მიზეზი ვერ დაადგინეს”, - ყვება კეიტლინი.თმის ცვენა რომ შეეჩერებინათ, ექიმმა სტეროიდული კრემი გამოუწერა და რვა თვეში გოგონას ისევ ამოუვიდა ქერა კულულები. ისმა მშობლებმა საქველმოქმედო ორგანიზაციაც დააარსეს, რომელიც ანალოგიური პრობლემის მქონე ბავშვებს ეხმარება. მთელი შვიდი წლით გოგონამ დაივიწყა თავისი პრობლემა, თუმცა როგორც კი 9 წლის გახდა, თმის ცვენა კვლავ განახლდა. განაგრძეთ კითხვა