"გიყვარდეთ საკუთარი თავი დღეს, რადგან ხვალ შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს" ბევრი ქალი უჩივის მშობიარობის შემდეგ ჰორმონალური ფონის ცვლილებას. ამ დროს ხშირია თმის ცვენა. ეს ძირითადად შექცევადი პროცესია და რამდენიმე თვეში ხდება თმის საფარველის აღდგენა. მაგრამ არსებობს გამონაკლისიც: 25 წლის მეგან ფილიპსი გვიანი ორსულობის შემდეგ მთლად თმების გარეშე დარჩა.
25 წლის მოცეკვავე მეგან ფილიპსის ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. 30-ე კვირაზე ქალმა შემჩნია, რომ მისი ჩალისფერი თმა უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა. მეგანმა არ მიაქცია ყურაღება. მაგრამ მალე პრობლემა მალე ყველგან შესამჩნევი გახდა: სავარცხელზე, დივანზე, იატაკზე, ტანსაცმელზე. 2 კვირის შემდეგ დედამ მეგანის თავზე აღმოაჩინა მელოტი ადგილი.
"ორსულობის დროს თმა უნდა იზრდებოდეს ხშირი და ძლიერი, მაგრამ მე მქონდა ძლიერი ცვენა", - ამბობს მეგანი. როდესაც გოგონა მე-9 თვეში იყო, მისი თმები სულ უფრო და უფრო თხელი და უსიცოცხლო გახდა. "ვეღარ ვივარცხნიდი, ერთმანეთში იბურდებოდა და უფრო და უფრო თხელდებოდა. ერთადერთი გამოსავალი თმის მთლიანად გადაპარსვა იყო", - იხსენებს გოგონა.
იმავე დღეს მიმართეს ტრიხოლოგს, რომელმაც დასვა დიაგნოზი-ალოპეცია. "მეგონა, რომ დავკარგე საკუთარი თავი. როდესაც სარკეში ვიხედები, ვოცნებობ დამიბრუნდეს ჩემი თმა. ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ", - ამბობს მეგანი.
რამდენიმე დღეში მეგანს გაუჩნდა გოგონა - ინდია. მშობიარობის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა: თმა ფაქტიურად მთლიანად დასცვივდა. ახლა მეგანი პარიკს ატარებს. იმის შემდეგ, რაც შეიტყო თავისი დიაგნოზის შესახებ, მან ყველაფერი გადააფასა: "გიყვარდეთ საკუთარი თავი დღეს, რადგან ხვალ შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს".