10 თვის ჩვილის ცემის ბრალდებით თბილისში ძიძა დააკავეს
10 თვის ჩვილის ცემის ბრალდებით თბილისში ძიძა დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1956 წელს დაბადებული ე.ს. არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით დააკავეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვე-ნახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონას სცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.
”დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით)”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. იხილეთ ვიდეო
10570
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ლალი
0
ნახევარი საათით მათხოვეთ ეგ მათხოვარი რაა?
20:54 / 15-11-2016
მსგავსი სიახლეები