მას არა აქვს სახელი, არ ჰყავს მშობლები თუმცა, ის ჯერ თვითონაც არ არსებობს... მას არა აქვს სახელი, არ ჰყავს მშობლები თუმცა, ის ჯერ თვითონაც არ არსებობს...
ის აბორტის მსხვერპლია, რომელიც სასაწაულებრივად გადარჩა. ეს პატარა არსება 940 გრამს იწონის. კიდევ 3 თვე უნდა ყოფილიყო დედის მუცელში, მაგრამ...
ფეხმძიმობის მე-14 კვირაში 25 წლის გოგონამ არასასურველი ფეხმძიმობის შესაწყვეტათ ჩინური აბები დალია. საკუთარ თავსა და ნაყოფის მოწამვლას განაგრძობდა მას მერეც, როცა ბავშვი მის გაინძრა.. მაგრამ ნაყოფმა დედას წინააღმდეგო გაუწია და გადარჩა. პატარას ბოლომდე არა აქვს ჩამოყალიბებული ყველა ორგანო, ამიტომ მისი სიცოცხლე ექიმებზე დამოკიდებული. სამედიცნო აპარატურა პატარას ჟანგბადითა და აუცილებელი ნივთიერებებით უზრუნველყოფს და ეხმარება, რომ არ გაიყინოს
პატარას ჯერ არ შეუძლია ყლაპვა. ამიტომ, მედდები პირიდან სისტემატურად უღებენ ზედმეტ სითხეს.
სამშობიაროს ექიმის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დედა ბავშვს მუდმივად წამლავდა, ნაყოფს განვითარების ჩამორჩენა არ აღენიშნება. ის მუდმივად მედდებისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. დედამისი სამშობიაროდან გაიქცა, როგორც კი გათავისუფლდა ნაყოფისგან. გაშვილებაზეც არ მოუწერია ხელი. ამიტომ პატარას ვერც ვერავინ იშვილებს და იძულებული იქნება, მთელი ბავშვობა და მოზრდილობა საბავშვო სახლებში გაატაროს.