ყოველწლიურად, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ასაფეთქებლების პრობლემა ჩნდება. ყოველწლიურად, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ასაფეთქებლების პრობლემა ჩნდება. ათასგვარი ასაფეთქებელი სრულიად უკონტროლოდ იყიდება. მისი შეძენის და გამოყენების უფლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს აქვს. ასაფეთქებლებს ძირითად, სკოლის მოსწავლეები ყიდულობენ და სკოლიდან სახლისაკენ "ხმაურიანად" აგრძელებენ გზას.
გვანცა ნოზაძე: " სკოლის გვერდით ვცხოვრობ და უკვე გაუსაძლისია დღის მანძილზე სახლში ყოფნა. მთელი დღე ბათქა-ბუთქია. პატარა მყავს და ვიდრე სკოლა არ დასრულდება, ვერ ვაძინებ, რადგან აფეთქების ხმაზე შეშინებულს ეღვიძება. ძაღლიც მყავს სახლში, რომელსაც აფეთქების ხმის ეშინია და ძლივს ვაჩერებ.
- სკოლის დირექციას თუ უთხარით ამის შესახებ?
- ისინი რა შუაში არიან?! გაკვეთილის მსვლელობისას უშუალოდ გაკვეთილზე არავინ აფეთქებს და მერე სკოლის ტერიტორიის გარეთ აფეთქებენ. მგონი სახელმწიფომ უნდა მიიღოს რეგულაცია და გააკონტროლოს, თორემ ახალი წელი შემზიზღდა. ასე გრძელდება წლებია. I კლასელსაც კი შეუძლია ყველაზე დიდი ზომის ასაფეთქებლის ყიდვა, არასწორად რომ ააფეთქოს და დაზიანდეს, მერე ხომ უკვე გვიანი იქნება?!
შემოგვიერთდით ასაფეთქებლების წინააღმდეგ ბრძოლაში
დავინტერესდით, "ასაფეთქებლების სეზონის" დადგომასთან ერთად, გახშირდა თუ არა მიმართვიანობა დამწვრობის ცენტრში. გვესაუბრება დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე:
- ზამთრის დადგომასთან ერთად დაზიანების შემთხვევები იმატებს. საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, მაგრამ როგორც წესი, მსგავსი ტიპის ტრავმიანობა იმატებს 25 დეკემბრიდან და გრძელდება 14 იანვრამდე. როგორც გითხარით წელს მხოლოდ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ერთი იოლი იყო, მეორე შედარებით მძიმე შემთხვევა გვქონდა, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ამ მეორე შემთხვევის ამსახველი ფოტო დავდე ჩემს "ფეისბუქზე". ერთის მხრივ, ამის გაკეთება ექიმისაგან არაეთიკურია, თუმცა ამ ფოტოში არაა პაციენტი იდენტიფიცირებული და კანონი ამას არ კრძალავს, თანაც მე ეს გავაკეთე იმიტომ, რომ მოსახლეობა გაფრთხილდეს. 3 წლამდე ბავშვი თვითონ რომ ვერ იყიდის ასაფეთქებელს და თვითონ რომ ვერ მიხვდებოდა, როგორ აეფეთქებინა, მგონი ამაზე ორი აზრი არ არსებობს... განაგრძეთ კითხვა