ისინი აღარ ყიდულობენ საფენებს და ადრეული ასაკიდან აჩვევენ ბავშვებს გადაყენებას როგორც The Daily Mail-ი იუწყება, ბოლო დროს ყველაზე პოპულარული "დედების" ინტერნეტ-ფორუმი Mumsnet-ი სავსეა ამაყი დედების მონათხრობებით იმის თაობაზე, რომ თავიანთი შვილებისთვის არ ყიდულობენ საფენებს. ამის მაგივრად ისინი ყურს უგდებენ ბავშვების ორგანიზმს. აყენებენ ყოველი კვების, ძილის წინ და მაშინ, როდესაც ხვდებიან, რომ დროა. სანამ ბავშვი ძალიან პატარაა, მას აყენებენ პირსაბანში ან ნიჟარაში, ხოლო როდესაც გაიზრდება - სვამენ ღამის ქოთანზე. დედები ამტკიცებენ, რომ საფენზე უარის თქმას ბევრი დადებითი მხარე აქვს: ოჯახის ბიუჯეტი იზოგება, ბავშვს არ აღენიშნება კანის გაღიზიანება. ახალი მოდის კვალდაკვალ უკვე გამოჩნდა ლიტერატურა და საიტები მშობლებისთვის, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ ნაადრევი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ბავშვში.
თუმცა ზოგიერთი პედიატრი თვლის, რომ ახალი მოდა შეიცავს გარკვეულ რისკებს. მაგალითად, ნაადრევ ასაკში ბავშვის ღამის ქოთანზე მიჩვევამ შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნას ბავშვს. კერძოდ "მოთმინება ბოლომდე", რასაც მივყავართ შეკრულობამდე, შარდის გამოყოფის პრობლემებამდე და შარდგამომყოფი გზების ინფექციებამდე.
ბავშვთა უროლოგის ფეილიმა მერფის აზრით, ნაადრევი მიჩვევა ღამის ქოთანზე ეწინააღმდეგება ფიზიოლოგიურ პროცესებს. "არსებობს უამრავი ლიტერატურა, რომ შარდის გამოყოფისა და დეფეკაციის რეგულირების პროცესები დგება მხოლოდ 2 დან 3 წლამდე. ამ ასაკში ხდება ნეირონებს შორის კავშირი, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს გააკონტროლოს შარდის ბუშტი და ნაწლავები", - აღნიშნა მერფიმ.