გაიგეთ რა გელით ახალ წელს გაიგეთ რა გელით ახალ წელს. მოემზადეთ, თვალები დახუჭეთ და თითი ცხრილს მიადეთ. რომელი ციფრიც შეგხვდებათ, პასუხიც ის იქნება:
1. თქვენს მიზნებს პირდაპირი გზა გაეხსნა. ყველაფერი გამოგივათ, რაც ჩაიფიქრეთ.
2. საჭირო ადამიანები ან ბედნიერი და იღბლიანი შემთხვევები სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ.
3. ერთი მეორეზე წარმოქმნილი დაბრკოლებები, თქვენი გეგმების შესრულებას ხელს შეუშლის.
4. მიზნების რეალიზებას თქვენი ძალისხმევა დასჭირდება. თუ მოთმინება გეყოფათ ჩანაფიქრს ბოლომდე მიჰყვეთ - წარმატება შესაძლებელია.
5. ცოდნის დაგროვებას შეუდექით, ამ მომენტისთვის ეს ყველაზე მეტად გესაჭიროებათ.
6. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევთ მიზნისკენ. "მშვიდად მიდიხარ - შორს წახვალ" - ეს შემთხვევა თქვენ გეკუთვნით.
7. დროებითი სირთულეები და გამოცდები. შეინარჩუნეთ ღირსება და მიზანს ნუ დაკარგავთ.
8. მოვლენები წარმატებულად განვითარდება, მეტი ძალა მოიკრიბეთ, რათა წინააღმდეგობებს წინ აღუდგეთ.
9. მოთმინება იქონიეთ და ყველაფერს მიაღწევთ, რასაც ისურვებთ. ამ შემთხვევაში სიჩქარე უადგილოა.
10. შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის იმედად იყოთ. სხვისი დახმარება შესაძლოა "დათვრური სამსახური" გამოდგეს.
11. გამარჯვებული იქნებით. ეს სიურპრიზი იქნება, რადგან ისეთ დროს მოხდება, როცა არ ელით.
12. სიფრთხილე გამოიჩინეთ, უკეთ გადააფასეთ თქვენი შესაძლებლობები და ძალები.
13. მოსალოდნელია ძალის დაქვეითება და ნერვული გადატვირთვა. სურვილების ახდენა გადაიდება.
14. მშვიდად იყავით - ყველაფერი საჭირო დროს მოვა. მანამდე კი ყოველდღიური საქმით დაკავდით.
15. ჩაფიქრებული გეგმების განხორცილებას ჯერ არ აქვს აზრი. საჭიროა განმარტოება, ვერ უგებთ ახლობლებს, თანამოაზრეები არ გყავთ.
16. შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ. სპონტანური მოქმედებისთვის შესაფერისი დროა.
17. სწორად იაზროვნეთ და კიდევ ერთხელ დაფიქრდით - ეს ნამდვილად გჭირდებათ?
18. ჩიხში დარჩენის საშიშროება გელით. მშვიდად დაელოდეთ მომენტს და თანამგზავრი ქარი იქნება.
19. ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება თქვენზე იქნება დამოკიდებული. ცხოვრება შანსს გაძლევთ, მთავარია არ გაუშვათ ხელიდან.
20. ადამიანებთან და მთელს მსოფლიოსთან ჰარმონიულ ურთიერთობაში იქნებით. გაუგზავნეთ სიკეთე მსოფლიოს და იმავე სიკეთეს მიიღებთ
საპასუხოდ.
21. ცხოვრება თვენს გეგმებს გადახაზავს, სხვა ინტერესებსა და შესაძლებლობებს გაგიჩენთ.
22. ეგოიზმს ფეხი გადააბიჯეთ და ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. პირველრიგში თანამშრომლობა, მეტი მოთმინება და დიპლიმატია
გამოიჩინეთ.
23. ყველაფერი ისე ახდება, როგორც თავად გსურთ. ეს თქვენ და თქვენს გარშემო მყოფებსაც სარგებელს მოუტანს.
24. მხოლოდ წარმოსახვაში არსებულ იდეებს, რეალურად ახდენის შანსი მიეცემა.
25. შესაძლოა, თქვენს ჩანაფიქრებსა და რეალიზებას შორის ყველაფერი მოგვარდეს. მათ ასასრულებლად უკეთესი ხერხი მოძებნეთ.
26. თქვენი ცხოვრება დროებით ოჯახის ინტერესების გავლენის ქვეშ მოექცევა. დაკავდით სახლის საქმეებით და ამ დროს დაკარგულად ნუ
მიიჩნევთ. თქვენი ოჯახის ავტორიტეტის აღიარებაც მნიშვნელოვანია.
27. წინსვლისთვის ცოდონა და გამოცდილება დააგროვეთ. ხელსაყრელი დროა სრულყოფილების მისაღწევად.
28. ოპტიმისტური შეხედულებები გარკვეული შეცდომების აღმოფხვრაში დაგეხმარებათ.
29. წარმატებული მოქმედებისთვის სხვა ადამიანებთან გამუდმებით უნდა დაარეგულიროთ ურთიერთობა. თუ ძველი კავშირები არ იმოქმედებს.
თუ ძველი ურთიერთობები არ გამოგადგებათ, ახალი წამოიწყეთ. ისწავლეთ საქმიანი და მეგობრული კავშირების შექმნა.
30. ადამიანებთან ტაქტიანი მიდგომა, წარმატების მწვერვალზე აგიყვანთ, რასაც მხოლოდ გამყარება დასჭირდება.
31. ყველაზე რთულად შესასრულებელი ამოცანების შესრულებითვის ყველაზე სასურველი დროა.
32. კრიზისიდან გამოსვლისთვისა და ცხოვრების გადახალისებისთვის სასწრაფოდ მოგიწევთ გამოსავლის ძიება. განგაში დროთაგანმავლობაშ
უკან დ
არჩება.
33. თავდაჯერებულობის დაკარგვა და სხვების მიმართ უნდობლობა შეგაფერხებთ. სტაგნაციის პერიოდია.
34. თქვენი ოცნებები ასრულებისგან შორსაა. მდგომარეობის გაუარესება. მეტი ძალისხმევის მოკრება დაგჭირდებათ, ვიდრე ელოდით.
35. ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდებათ. თუ სასურველს ძალიან სრაფად მიაღწევთ, მიღწეულს მალე დაკარგავთ.
36. თქვენი წარმატებებისა და მიღწევების ბევრს შეშურდება. თუმცა ეს ჭორზე შორს არ წავა.
37. ყველა გასავალი გააკონტროლეთ, სხვა შემთხვევაში მეტი ნერვიულობა მოგიწევთ ტყუილად დახარჯული ფულისთვის.
38. სურვილს ინიციატივაც დაუმატეთ და ყველაფერი აუცლილებლად გამოგივათ.
39. საჭირო ცნობებს მიიღებთ.
40. თქვენი გეგმები დახარჯული დროისა და ძალების პროპორციულად განხორციელდება.
41. შესაფერისი გზა უნდა იპოვოთ და ეცადეთ მოვლენებს არ გაუსწროთ.
42. გაურკვევლობის პერიოდია. ვიდრე იმოქმედებთ კონკრეტული გეგმა დაისახეთ და ეცადეთ ზუსტად მიჰყვეთ
43. მოერიდეთ მსხვილი თანხების ხარჯვას. მიჰყევით საკუთარ ინსტიქტს და არა სხვის რჩევებსა და საუბარს.
44. უახლოეს მომავალში განსაკუთრებული ნერვიულობა არ გელით. ყველა საქმე მოგვარებულია, ყველა სურვილი ასრულებული.
45. სიხარულის დროა. განაგრძეთ კითხვა