ბარბარა ბრილსკა 1941 წელს არის დაბადებული პოლონეთში. 15 წლისა პირველად გამოჩნდა კინოში - ლამაზ გოგონას მალე მიაქციეს ყურადღება. უმაღლესი განათლებაც თეატრალური განხრით მიიღო და საბოლოოდ დაუკავშირა ბედი თეატრსა და კინოს.
ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა პოლონურმა ფილმმა "სიყვარულის ანატომია", ხოლო საბჭოთა სივრცეში "ბედის ირონიამ" გაუთქვა სახელი.

ეს ბარბარასთვს უდიდესი ტკივილი იყო, რომლის გადალახვაში მხოლოდ ოჯახური კერა დაეხმარა და მეორე შვილი - ვაჟი ლუდვიგი, რომელიც დედის ნუგეშია დღესაც.

ლუდვიგისგან ბარბარას უკვე შვილიშვილიც ჰყავს და გიჟდება თავის შვილიშვილზე. რამდენიმე წლის წინ ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა, ამბობდა, რომ მხოლოდ პენსიით ინახავდა თავს. ამბობდნენ, რომ ალკოჰოლსაც მიეძალა, თუმცა შემდეგ ეს სირთულეც დაძლია.
