ექიმები პაციენტების ჭრილობების ფოტოებს ავრცელებენ
სოციალურ ქსელში პიროტექნიკისგან დაზარალებულთა ფოტოების ახალი სერია ქვეყნდება. ფოტოების უმრავლესობას თავად ექიმები აქვეყნებენ, რომლებსაც თავად უწევთ დასახიჩრებული პაციენტების მიღება.
პირველი არხის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 8 ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაში რენიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, რამდენიმე ბავშვს თითების ამპუტაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთ პატარა პაციენტს ბათუმიდან კი მთლიანი სახის ოპერაცია დასჭირდა.
მიმათრთვიანობა კლინიკებში კვლავ გრძელდება. ექიმები ისევ და ისევ მოუწოდებენ ყფროსებს და ბავშვებს, მოერიდონ პიროტექნიკით გართობას