ნათლობის ცერემონია, რომელმაც ბევრი აღაშფოთა - "ის ბავშვებს ძალიან უხეშად ექცევა"
ეს ვიდეო ცოტა ხნის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. განსაკუთრებით აღშფოთდნენ მშობლები. ვიდეოზე ასახულია ნათლობის რიტუალი, როგორ ნათლავს მღვდელი ბავშვებს. რეაქცია მოჰყვა თავად პროცესს და ბავშვებთან მოპყრობას - პატარებს საკმაოდ უჩვეულოდ, არაადეკვატურად აყოფინებენ ხან თავს და ხან ფეხებს წყალში და მერე თვალის დახამხამებაში, სანამ ისინი ამოსუნთქვას მოასწრებენ, უკვე ნათლიების და გაოგნებული მშობლების ხელში არიან... რამდენად უხეშად იქცევა სასულიერო პირი და საერთოდ რამდენად სწორად ტარდება ეს პროცესი, ამაზე
ალბათ გააკეთებენ კომენტარს სასულიერო პირები, ფსიქოლოგები თუ პედიატრები, თუმცა ფაქტია, ამან საზოგადოება აალაპარაკა და საქართველოს ფარგლებსაც გასცდა ეს ამბავი - ინგლისურენოვანი და რუსული ვებგვერდებიც აზიარებდნენ ამ ვიდეოს. ეგ კი არა, რუსეთის რამდენიმე საიტზე ვიდეო ისე გაავრცელეს, თითქოს მასზე საქართველოს პატრიარქი იყო ასახული და ის "უხეშობდა ბავშვებზე". 
საქართველოშიც ვიდეოს, რასაკვირველია, ათასგვარი კომენტარი მოჰყვა. ბევრი თანხმდება, რომ მღვდელი მეტისმეტად არაფრთხილი და უხეშია პატარებთან. სხვებიც ამბობენ, რომ აქ უჩვეულო არაფერია და სრულიად ჩვეულებრივი რიტუალია.
იხილეთ ვიდეო და დააფიქსირეთ თქვენი აზრი.

ასევე იხილეთ: რა წესები უნდა დაიცვას სასულიერო პირმა ბავშვის მონათვლის დროს - მოძღვრის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
63273
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (48)
eseni alebia tu qajebi aq rom postaven
0
ესე იგი რამდენი უგვანი და რეგვენი ადამიანი გვყოლია! ამ რეგვენ საქციელს აქ 90% რომ ამარტლებს და უწყინარიაო ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე თუ ესეთი ქალებიტაა ქვეყანა გატენილი ვაი მაშინ ჩვენ, შუა საკუნეებშიც კი ვერ ნახავდიტ მსგავსებს მგონია მე
16:20 / 13-08-2019
qetos
0
ქეთო, აი ზუსტდა მასე უნდ გახტუნაონ წყალში და მერე ვნახოთ რა კომეტარების ხასიატზე იქნბი, ეს მღვდლეი არაგვში უნდა აყურყუმალიო ეს უვიცი ქაჯი, დიახ, სად გინახავტ ასეტი აკრობატული მონატვლა და დიახ იესო ეგრე მონატლეს? წესიარდ რომ მიასხა წყალი და ბავშვს კრუნჩხვები არ დამარტო არ იქნება?
16:01 / 13-08-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?